1. ღირსეული ქმედებისათვის წახალისება ხდება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, სამმართველოს უფროსის წარდგინების საფუძველზე, ამ წესის შესაბამისად.

2. ფასიანი საჩუქრის ღირებულება და აგრეთვე, ფულადი ჯილდოს ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 200 ლარს.

3. ამ წესის IV თავით განსაზღვრული ღირსეული საქციელისათვის, წახალისების ზომად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ადრე დადებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნა.

4. სამხედრო მოსამსახურის მიმართ, განსაკუთრებული დამსახურების შემთხვევაში, წახალისების ზომად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მორიგი სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭება.

5. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ღირსეულ საქციელს ჩაიდენს, წახალისების შესაბამისი ზომა უნდა შეეფარდოს ამ წესის დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში, წახალისებაზე წარდგინების უფლებამოსილ პირს, მისი ბრალეულობის არსებობის შემთხვევაში, დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობ