1. სამხედრო მოსამსახურეს დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ან ღირსეული საქციელისათვის წახალისება შეეფარდება ამ წესდებით დადგენილი წესის მიხედვით.
2. სამხედრო დისციპლინასთან დაკავშირებული საქმეების წარმოება ხორციელდება ამ წესდებითა და კანონმდებლობის ზუსტი დაცვით.
3. უფლებამოსილი დაწესებულებები და თანამდებობის პირები დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს ან წახალისებებს შეუფარდებენ მათი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი დაცვით.
4. სამხედრო მოსამსახურეს არ შეიძლება შეეფარდოს რამდენიმე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან წახალისება ერთი და იმავე ქმედებისთვის.
5. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ან წახალისების შეფარდებისას კანონმდებლობის დაცვას უზრუნველყოფს ზემდგომი უწყებების (თანამდებობის პირთა) მხრიდან სისტემატური კონტროლი, გასაჩივრების უფლება და კანონმდებლობით დადგენილი სხვა საშუალებები
საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.06.2012
მუხლი 4. დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ან ღირსეული საქციელისათვის წახალისების შეფარდება
თავი I — ზოგადი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 3. დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება ან ღირსეული საქციელისათვის წახალისების შეფარდება
- მუხლი 8. სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილი ღირსეული საქციელის ცნება
- მუხლი 9. ღირსეული საქციელის ჩვეულებრივი და განსაკუთრებული გარემოებები
- მუხლი 16. წახალისების ზოგადი წესი
- მუხლი 13. ადრე დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნა
- მუხლი 30. წახალისების გარდაუვალობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების ამოცანები და მიზნები
- მუხლი 2. წესდების მიზანი
- მუხლი 5. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 6. წესდების მოქმედება დროში
- მუხლი 7. წესდების უკუძალა
- მუხლი 8. წესდების მოქმედების ფარგლები
- მუხლი 9. სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილი ღირსეული საქციელის ცნება
- მუხლი 10. ღირსეული საქციელის ჩვეულებრივი და განსაკუთრებული გარემოებები
- მუხლი 12. წახალისების სახეები
- მუხლი 14. ადრე დადებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნა
- მუხლი 17. ფულადი ჯილდო
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 4, №111, 10.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 120.090.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/97258/muxli-4/