მუშაკების წახალისება წარმოებს შემდეგი წესით:
ა) მადლობის გამოცხადება, პრემიის გაცემა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოება ხდება იმ ხელმძღვანელის მიერ, რომელიც სამუშაოზე ღებულობს მუშაკს და განკარგავს ამ მიზნებისათვის გამოყოფილი სახსრებს პროფკავშირის შესაბამის კომიტეტთან შეთანხმებით;
ბ) „საპატიო რკინიგზელს“ სამკერდე ნიშნით დაჯილდოება წარმოებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით;
გ) წახალისება, გარდა სიტყვიერი მადლობისა, ცხადდება ბრძანებით და შეიტანება შრომის წიგნაკშ