1. სადისციპლინო კომისია ვალდებულია ორ კვირაში დაასრულოს დისციპლინური საქმის გამოკვლევა. დისციპლინური დევნის აღმძვრელი ორგანო ან თანამდებობის პირი უფლებამოსილია, აუცილებლობის შემთხვევაში, გააგრძელოს დისციპლინური საქმის გამოკვლევის ვადა სულ ბევრი ორი კვირით.
2. სადისციპლინო კომისია ახსნა-განმარტებას ჩამოართმევს მოსამართლეს და საჩივრის (განცხადების) ავტორს. დისციპლინური საქმის გამოკვლევისას მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა სავალდებულოა. სადისციპლინო კომისია უფლებამოსილია გამოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა, შეამოწმოს სასამართლო საქმის მასალები, მოიწვიოს სხვა პირები და მოისმინოს მათი ინფორმაცია. სადისციპლინო კომისია ვალდებულია განიხილოს მოსამართლის შუამდგომლობები და მისი მოთხოვნის შემთხვევაში ჩამოართვას დამატებითი ახსნა-განმარტება.
3. სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს სადისციპლინო კომისიის წინადადებით ქვემდგომი სასამართლოდან გამოითხოვოს შესაბამისი სასამართლო საქმე, გარდა განხილვის პროცესში ან განხილვის მოლოდინში მყოფი საქმეებისა (იშვიათ გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია განსახილველი საქმეების გამოთხოვაც, თუ ეს მართლმსაჯულების ინტერესებით არის ნაკარნახევი).
4. სადისციპლინო კომისიას, შესაბამის უფლებამოსილებათა განხორციელებისას, ეკრძალება მოსამართლის მიერ გამოტანილი სასამართლო აქტის კანონიერების შემოწმება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დისციპლინური დევნა აღძრულია მოსამართლის მიერ საქმის განხილვისას კანონის დარღვევის საფუძვლით. თუ დისციპლინური დევნა აღძრულია საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების დარღვევის საფუძვლით, საქმის მასალების გაცნობა დაიშვება მხოლოდ ამ ვადების გადასამოწმებლად
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 09.05.2000
მუხლი 10. დისციპლინური საქმის გამოკვლევა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და დისციპლინური გადაცდომის სახეები
- მუხლი 4. დისციპლინური სამართალწარმოების ვადები
- მუხლი 5. დისციპლინური დევნის აღძვრის უფლება
- მუხლი 6. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების პროცესუალური საფუძველი
- მუხლი 7. დისციპლინური დევნის აღძვრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმება
- მუხლი 8. დისციპლინური დევნის აღძვრა და სადისციპლინო კომისიის შექმნა
- მუხლი 11. სადისციპლინო კომისიის დასკვნა
- მუხლი 12. იუსტიციის საბჭოში დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების წესი
- მუხლი 13. სადისციპლინო კომისიის დასკვნის შედეგები დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა ან დისციპლინური დევნის შეწყვეტა
- მუხლი 14. საქმის განხილვისა და თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან მოსამართლის ჩამოცილების აკრძალვა
- მუხლი 15. დისციპლინურ საქმეთა განმხილველი ორგანო და მისი საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 10, №182, 09.05.2000, სარეგისტრაციო კოდი 110.050.010.05.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 09.05.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/113860/muxli-10/