1. მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას მოხსენებითი ბარათით მიმართვიდან სამ დღეში შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო იუსტიციის საბჭოს –გადაწყვეტილება მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის შესახებ. ამავე დადგენილებით (გადაწყვეტილებით) ისინი ქმნიან სადისციპლინო კომისიას სულ ცოტა ორი წევრის შემადგენლობით და ავალებენ მას დისციპლინური საქმის სრულყოფილ გამოკვლევას.
2. ა) შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე ან იუსტიციის საბჭო ვალდებულია სადისციპლინო კომისიის შემადგენლობაში, რომელსაც თვითონ ქმნის, შეიყვანოს შესაბამისი სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე ან იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთი წევრი, რომელიც ხელმძღვანელობს სადისციპლინო კომისიის საქმიანობას;
ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი არ შეიძლება იყოს სადისციპლინო კომისიის შემადგენლობაში, თუ იგი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის წევრია;
გ) სადისციპლინო კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს შესაბამისი სასამართლოს ან იუსტიციის საბჭოს აპარატის თანამშრომელი.
3. ამ დებულების მე-6 მუხლის „ბ“, „გ“, „დ“, და „ე“ პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დისციპლინური დევნის აღძვრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმება საჭირო არ არის და შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე ან იუსტიციის საბჭო უფლებამოსილია დაუყოვნებლივ აღძრას დისციპლინური დევნა