მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრას შეიძლება საფუძვლად დაედოს:
ა) საჩივარი ან განცხადება;
ბ) სხვა მოსამართლის ან სასამართლოს თანამშრომლის მოხსენებითი ბარათი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის შესახებ;
გ) სადისციპლინო კოლეგიის წარდგინება ახალი საფუძვლით მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური დევნის აღსაძრავად;
დ) ზემდგომი სასამართლოს განჩინება, დადგენილება ან კერძო განჩინება მოსამართლის მიერ საქმის განხილვისას კანონის დარღვევის ფაქტის შესახებ;
ე) მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების ორგანოდან შემოსული შეტყობინება ან სასამართლოს კერძო განჩინება მოსამართლის მიერ ისეთი ქმედობის ჩადენის შესახებ, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დისციპლინურ გადაცდომას