თავი XIII — 1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა და დისციპლინური სამართალწარმოება
1. დისციპლინური საქმის გამოკვლევა უნდა დასრულდეს მოსამართლისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 კვირით.
2. წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოერთმევა იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური დევნა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს უფლება აქვს, წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას საჩივრის (განცხადების) ავტორს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს აგრეთვე უფლება აქვს, მოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა, მიიწვიოს სხვა პირი და მოისმინოს მისი ინფორმაცია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვალდებულია განიხილოს იმ მოსამართლის შუამდგომლობა, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური დევნა, და მოსამართლეს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას. მოსამართლეს უფლება აქვს, დისციპლინური საქმის გამოკვლევისას დამცველის დახმარებით ისარგებლოს. მას შეუძლია დამცველად მიიწვიოს ადვოკატი ან სხვა მოსამართლე, ან სხვა წარმომადგენელი.
3. დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმება და გამოკვლევა ობიექტურად, ყოველმხრივ და მიუკერძოებლად უნდა განხორციელდეს. შესწავლილი უნდა იქნეს მოსამართლის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები.
4. დისციპლინური სამართალწარმოების დროს დაუშვებელია მოსამართლის მიერ გამოტანილი აქტების კანონიერებაზე ზედამხედველობა.
საქართველოს 2018 წლის 20
აპრილის ორგანული
კანონი №2194
–
ვებგვერდი, 26.04.2018წ
.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.06.2025 ორგანული კანონი №827
- 30.12.2021 ორგანული კანონი №1346
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7510. დისციპლინური საქმის გამოკვლევა. დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილება და თვითაცილება 1. დისციპლინური საქმის გამოკვლევა უნდა დასრულდეს მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვეში. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 კვირით. 2. წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოერთმევა იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური დევნა. დამოუკიდებელი ინსპექტორი უფლებამოსილია წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას საჩივრის (განცხადების) ავტორს. დამოუკიდებელი ინსპექტორი უფლებამოსილია მოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა, მიიწვიოს სხვა პირი და მოისმინოს მისი ინფორმაცია. დამოუკიდებელი ინსპექტორი ვალდებულია განიხილოს იმ მოსამართლის შუამდგომლობა, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური დევნა, და მოსამართლეს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას. მოსამართლეს უფლება აქვს, დისციპლინური საქმის გამოკვლევისას დამცველის დახმარებით ისარგებლოს. მას შეუძლია დამცველად მიიწვიოს ადვოკატი ან სხვა მოსამართლე, ან სხვა წარმომადგენელი. 3. დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმება და გამოკვლევა ობიექტურად, ყოველმხრივ და მიუკერძოებლად უნდა განხორციელდეს. შესწავლილი უნდა იქნეს მოსამართლის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები. 4. მოსამართლეს უფლება აქვს, განაცხადოს დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილება. აცილება დასაბუთებული უნდა იყოს. მოსამართლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ მოცემულ დისციპლინურ საქმეში დამოუკიდებელი ინსპექტორის მიუკერძოებლობისადმი ეჭვი საფუძვლიანია. ამ საფუძვლის არსებობისას დამოუკიდებელი ინსპექტორი ვალდებულია თვითაცილება განაცხადოს. დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილების საკითხს განიხილავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრით (2 მოსამართლე წევრითა და 1 არამოსამართლე წევრით) დაკომპლექტებული კოლეგია, რომელიც წილისყრით შეირჩევა. მოსამართლის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში დისციპლინური საქმის გამოკვლევას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით გამოვლინდება. აღნიშნული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების საკითხი ამ პუნქტის შესაბამისად გადაწყდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც დამოუკიდებელი ინსპექტორისათვის ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს განახორციელებს, მოცემულ დისციპლინურ საქმეზე მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილების საკითხის გადაწყვეტისათვის გამოყენებული ვადა არ ჩაითვლება დისციპლინური საქმის გამოკვლევის ვადაში. 5. დისციპლინური სამართალწარმოების დროს დაუშვებელია მოსამართლის მიერ გამოტანილი აქტების კანონიერებაზე ზედამხედველობა. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . [მუხლი 75 10 . დისციპლინური საქმის გამოკვლევა 1. დისციპლინური საქმის გამოკვლევა უნდა დასრულდეს მოსამართლისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 კვირით. 2. წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოერთმევა იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური დევნა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს უფლება აქვს, წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას საჩივრის (განცხადების) ავტორს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს აგრეთვე უფლება აქვს, მოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა, მიიწვიოს სხვა პირი და მოისმინოს მისი ინფორმაცია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვალდებულია განიხილოს იმ მოსამართლის შუამდგომლობა, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური დევნა, და მოსამართლეს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას. მოსამართლეს უფლება აქვს, დისციპლინური საქმის გამოკვლევისას დამცველის დახმარებით ისარგებლოს. მას შეუძლია დამცველად მიიწვიოს ადვოკატი ან სხვა მოსამართლე, ან სხვა წარმომადგენელი. 3. დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმება და გამოკვლევა ობიექტურად, ყოველმხრივ და მიუკერძოებლად უნდა განხორციელდეს. შესწავლილი უნდა იქნეს მოსამართლის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები. 4. დისციპლინური სამართალწარმოების დროს დაუშვებელია მოსამართლის მიერ გამოტანილი აქტების კანონიერებაზე ზედამხედველობა. (ამოქმედდესსაქართველოს 20252018 წლის 120 სექტემბრიდან)]აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთო სასამართლოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41, 08/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება