თავი XIII — 1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა და დისციპლინური სამართალწარმოება
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებაზე უარის თქმის შესახებ ან მოსამართლის მიმართ დაწყებული დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ:
ა) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის (დისციპლინური სახდელის) დაკისრების ვადა ამოიწურა;
ბ) არსებობს დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოს მიერ იმავე მოსამართლის მიმართ იმავე ქმედების გამო გამოტანილი გადაწყვეტილება;
გ) მოსამართლეს შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება;
დ) საჩივარი ეხება მოსამართლის მიერ გამოტანილი აქტის კანონიერებას.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ დისციპლინური საქმის გამოკვლევის შედეგად მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი ან ბრალეული ჩადენა არ დადასტურდა.
3. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ეცნობება შესაბამის მოსამართლეს და ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ამ მოსამართლისა და დისციპლინურ საქმეში მონაწილე სხვა პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
საქართველოს 2018 წლის 20
აპრილის ორგანული
კანონი №2194
–
ვებგვერდი, 26.04.2018წ
.
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.06.2025 ორგანული კანონი №827
- 13.12.2019 ორგანული კანონი №5569
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7512. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებაზე უარის თქმის ან მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის საფუძვლები 1. დამოუკიდებელი ინსპექტორი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებაზე უარის თქმის შესახებ ან მოსამართლის მიმართ დაწყებული დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: ა) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის (დისციპლინური სახდელის) დაკისრების ვადა ამოიწურა; ბ) არსებობს დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოს მიერ იმავე მოსამართლის მიმართ, იმავე ქმედების გამო გამოტანილი გადაწყვეტილება; გ) მოსამართლეს შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება; დ) საჩივარი ეხება მოსამართლის მიერ გამოტანილი აქტის კანონიერებას. [1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებაზე უარის თქმის შესახებ ან მოსამართლის მიმართ დაწყებული დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: ა) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის (დისციპლინური სახდელის) დაკისრების ვადა ამოიწურა; ბ) არსებობს დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოს მიერ იმავე მოსამართლის მიმართ იმავე ქმედების გამო გამოტანილი გადაწყვეტილება; გ) მოსამართლეს შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება; დ) საჩივარი ეხება მოსამართლის მიერ გამოტანილი აქტის კანონიერებას. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან)] 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ დისციპლინური საქმის გამოკვლევის შედეგად მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი ან ბრალეული ჩადენა არ დადასტურდა. 3. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ დამოუკიდებელი ინსპექტორის ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ეცნობება შესაბამის მოსამართლეს და ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ამ მოსამართლისა და დისციპლინურ საქმეში მონაწილე სხვა პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე. თუ ამ კანონის 754 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აღნიშნულმა მოსამართლემ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გასაჯაროება მოითხოვა, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ამ მოსამართლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით ქვეყნდება. [3. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ეცნობება შესაბამის მოსამართლეს და ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ამ მოსამართლისა და დისციპლინურ საქმეში მონაწილე სხვა პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთო სასამართლოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41, 08/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება