თავი XIII — 1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა და დისციპლინური სამართალწარმოება
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში წინასწარ, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ამოწმებს ამ ინფორმაციის საფუძვლიანობას. აღნიშნული ინფორმაციის წინასწარი შემოწმების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 კვირით, ხოლო მისი წინასწარი შემოწმების შეუძლებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება შეჩერდეს.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი უფლებამოსილია მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის შემოწმებისას უშუალოდ გამოიყენოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მონაცემთა ელექტრონული ბაზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემთა ელექტრონული ბაზა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონული ბაზა. ამასთანავე, იგი უფლებამოსილია აღნიშნული შემოწმებისას ინტერაქტიური ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიმართვიდან 10 დღის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვოს ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია, ხოლო სახელმწიფო საზღვრის კვეთის, ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის სარეგისტრაციო მონაცემები მოიძიოს უშუალოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომატიზებული საძიებო რესურსის მეშვეობით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ასევე უფლებამოსილია დასაბუთებული წერილით მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებით სხვა ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რომლის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის განხორციელებისას დარწმუნდება, რომ ამ საქმეში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, იგი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს დასაბუთებული წარდგინებით აღნიშნული საქმის მასალების საქართველოს პროკურატურისთვის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
4. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას შეიძლება საფუძვლად დაედოს ის გარემოებები, რომლებიც მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივარში, განცხადებაში ან სხვა ინფორმაციაში მითითებული არ ყოფილა და რომლებიც წინასწარი შემოწმების დროს გამოვლინდა.
5. დაუშვებელია ერთი და იმავე მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განმეორებით დაწყება იმავე საფუძვლით, რომლითაც უკვე განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება.
6. დისციპლინური სამართალწარმოების დროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
საქართველოს 2018 წლის 20
აპრილის ორგანული
კანონი №2194
–
ვებგვერდი, 26.04.2018წ
.
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 26.06.2025 ორგანული კანონი №827
- 30.12.2021 ორგანული კანონი №1346
- 13.12.2019 ორგანული კანონი №5569
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 757. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება და წინასწარი შემოწმება 1. დამოუკიდებელი ინსპექტორი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან 1 თვეში წინასწარ ამოწმებს ამ ინფორმაციის საფუძვლიანობას. აღნიშნული პროცედურის განხორციელებისას დამოუკიდებელი ინსპექტორი ეყრდნობა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს. წინასწარი შემოწმების ვადა შეიძლება 2 კვირით გაგრძელდეს, ხოლო წინასწარი შემოწმების შეუძლებლობის შემთხვევაში − შეჩერდეს. 1 1. დამოუკიდებელი ინსპექტორი უფლებამოსილია მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის შემოწმებისას უშუალოდ გამოიყენოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მონაცემთა ელექტრონული ბაზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემთა ელექტრონული ბაზა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონული ბაზა. ამასთანავე, იგი უფლებამოსილია შემოწმებისას ინტერაქტიური ელექტრონული სისტემის მეშვეობით, მიმართვიდან 10 დღის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვოს ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია, ხოლო სახელმწიფო საზღვრის კვეთის, ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის სარეგისტრაციო მონაცემები მოიძიოს უშუალოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომატიზირებული საძიებო რესურსის მეშვეობით. დამოუკიდებელი ინსპექტორი ასევე უფლებამოსილია დასაბუთებული წერილით მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებით სხვა ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რომლის გაცემაზე გადაწყვეტილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 12. თუ დამოუკიდებელი ინსპექტორი დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის განხორციელებისას დარწმუნდება, რომ ამ საქმეში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, იგი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს დასაბუთებული წარდგინებით აღნიშნული საქმის მასალების საქართველოს პროკურატურისათვის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. 2. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას შეიძლება საფუძვლად დაედოს ის გარემოებები, რომლებიც მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივარში, განცხადებაში ან სხვა ინფორმაციაში მითითებული არ ყოფილა და რომლებიც წინასწარი შემოწმების დროს გამოვლინდა. 3. დაუშვებელია ერთი და იმავე მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განმეორებით დაწყება იმავე საფუძვლით, რომლითაც უკვე განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება. 4. დისციპლინური სამართალწარმოების დროს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მოხელეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონით და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . [მუხლი 75 7 . დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება და წინასწარი შემოწმება 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში წინასწარ, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ამოწმებს ამ ინფორმაციის საფუძვლიანობას. აღნიშნული ინფორმაციის წინასწარი შემოწმების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 კვირით, ხოლო მისი წინასწარი შემოწმების შეუძლებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება შეჩერდეს. 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი უფლებამოსილია მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის შემოწმებისას უშუალოდ გამოიყენოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მონაცემთა ელექტრონული ბაზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემთა ელექტრონული ბაზა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონული ბაზა. ამასთანავე, იგი უფლებამოსილია აღნიშნული შემოწმებისას ინტერაქტიური ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიმართვიდან 10 დღის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვოს ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია, ხოლო სახელმწიფო საზღვრის კვეთის, ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის სარეგისტრაციო მონაცემები მოიძიოს უშუალოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომატიზებული საძიებო რესურსის მეშვეობით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ასევე უფლებამოსილია დასაბუთებული წერილით მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებით სხვა ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რომლის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის განხორციელებისას დარწმუნდება, რომ ამ საქმეში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, იგი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს დასაბუთებული წარდგინებით აღნიშნული საქმის მასალების საქართველოს პროკურატურისთვის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. 4. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას შეიძლება საფუძვლად დაედოს ის გარემოებები, რომლებიც მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივარში, განცხადებაში ან სხვა ინფორმაციაში მითითებული არ ყოფილა და რომლებიც წინასწარი შემოწმების დროს გამოვლინდა. 5. დაუშვებელია ერთი და იმავე მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განმეორებით დაწყება იმავე საფუძვლით, რომლითაც უკვე განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება. 6. დისციპლინური სამართალწარმოების დროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. (ამოქმედდესსაქართველოს 20252018 წლის 120 სექტემბრიდან)]აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთო სასამართლოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41, 08/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება