თავი XIII — 1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა და დისციპლინური სამართალწარმოება
1. დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კონფიდენციალურია. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან დაიცვან ყველა იმ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მათთვის დისციპლინური სამართალწარმოების დროს გახდა ცნობილი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის, შეჩერების ან განახლების შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე ამ კანონის 7541 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება საჩივრის (განცხადების) ავტორს და შესაბამის მოსამართლეს.
3. მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების და მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე ამ კანონის 7541 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება ასევე საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს, თუ საერთო სასამართლოში აღარ განიხილება ის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება.
საქართველოს 2018 წლის 20
აპრილის ორგანული
კანონი №2194
–
ვებგვერდი, 26.04.2018წ
.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.06.2025 ორგანული კანონი №827
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 754. დისციპლინური სამართალწარმოების კონფიდენციალურობა 1. დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კონფიდენციალურია. იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც დისციპლინური სამართალწარმოება მიმდინარეობს, უფლება აქვს, მოითხოვოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიისა და უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომების გასაჯაროება, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ კანონის 7513 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად გამართული სხდომის (გარდა თათბირისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებისა) გასაჯაროება. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან, დაიცვან ყველა იმ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მათთვის დისციპლინური სამართალწარმოების დროს გახდა ცნობილი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. [1. დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კონფიდენციალურია. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან დაიცვან ყველა იმ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მათთვის დისციპლინური სამართალწარმოების დროს გახდა ცნობილი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან)] 2. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის, შეჩერების ან განახლების შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე ამ კანონის 7541 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება საჩივრის (განცხადების) ავტორს და შესაბამის მოსამართლეს. 3. მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების და მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე ამ კანონის 7541 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება ასევე საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს, თუ საერთო სასამართლოში აღარ განიხილება ის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთო სასამართლოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41, 08/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება