გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.06.2019
საქმის ნომერი
080210017002010803
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2006-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20.06.2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

მოსარჩელე - სს ,,თი---------ი’’

წარმომადგენელი - კ---- ქ------ე

მოპასუხე - კ--- მ-----–--ე

მოპასუხე - ვ--–---ი მ-----–--ე

მოპასუხე - ნ---- კა--------ე

მოპასუხე - ლ-----ა მ----------ი

წარმომადგენელი - ნ---- შ------–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება; ზიანის ანაზღაურება; იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაცია.

აღწერილობიი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეებს - კ--- მ-----–--ეს და ვ--–---ი მ-----–--ეს სოლიდარულად დაეკისროს სს ,,თი---------ი’’-ს სასარგებლოდ დავალიანების - 43-0.03 აშშ დოლარის გადახდა (ძირი თანხა - 3546.17; პროცენტი - 676.53; პირგასამტეხლო - 77.33);

 

1.2. მოპასუხეებს - კ--- მ-----–--ეს და ვ--–---ი მ-----–--ეს სოლიდარულად სს ,,თი---------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან 0-.0-.2017 წლიდან 18.04.2018 წლამდე, ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე, სესხის ძირ თანხაზე (3546.17) გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 75.78 ლარის ოდენობით, სულ 709.85 აშშ დოლარი;

 

1.3. მოპასუხეებს - კ--- მ-----–--ეს და ვ--–---ი მ-----–--ეს სოლიდარულად დაეკისროს სს ,,თიბისი ბანი’’-ს მიერ სარჩელის განსახილველად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 388.06 ლარისა და ამონაწერის განახლების საფასურის 15 ლარის გადახდა;

1.4. დადგინდეს, მოპასუხეების კ--- მ-----–--ის და ვ--–---ი მ-----–--ის სს ,,თი---------ი’’-ს მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების გადახდევინება განხორციელდეს ნორა კანჯარიძის და ლ-----ა მ----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ბაღდათის რაიონი, სოფელი დიმი (ს/კ 3-.0-.4-.1--) აუქციონზე რეალიზაციის გზით;

 

1.5. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვალოს სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ დაკმაყოფილებულად ჩაითვალოს მხოლოდ იპოთეკის საგნის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობით და სააღსრულებლო წარმოება მიექცეს მოპასუხეების კ--- მ-----–--ის და ვ--–---ი მ-----–--ის სხვა ქონებაზე.

 

1.6. გადაწყვეტილება მიექცეს იძულებით აღსასრულებლად.

 

დავის არსი:

 

2----–-–----------ს ,,ბ----------------’’-ს, სს ,,თი---------ი’’-სა და კ--- მ-----–--ეს შორის დაიდო №1-------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებები, რომლის თანახმად ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ლიმიტი 500 000 აშშ დოლარის ოდენობით 15 წლის ვადით, სარგებლის წლიურად არაუმეტეს 48%-ის დარიცხვით.

 

2----–-–----------ს №1-------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორს, ნ---- კა--------ესა და ლ-----ა მ----------ს შორის 2----–-–----------ს გაფორმებული №1-------------- იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, სს ,,ბ----------------’’-ს სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხეების ნ---- კა--------ის და ლ-----ა მ----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ბაღადათის რაიონი, სოფელი დიმი (ს/კ 3-.0-.4-.1--).

 

2015 წლის 21 აპრილს სს ,,თი---------ი’’-სა და კ--- მ-----–--ეს შორის გაფორმდა №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მსესხებლის სახელზე გაიცა სესხი 5080.00 აშშ დოლარის ოდენობით 36 თვის ვადით, წლიურად 26%-ის სარგებლის დარიცხვით.

 

2015 წლის 20 იანვარს კანონით დადგენილი წესით განხორციელდა სს ,,თი---------ი’’-სა და სს ,,ბ----------------’’-ს შერწყმა, რის შემდეგაც სს ,,თი---------ი’’ წარმოადგენს სს ,,ბ-----------------’’-ს უფლებამონაცვლეს.

 

მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი და მასზე დარიცხული პროცენტები, რაც გათვალისიწნებული იყო მხარეთა შორის გაფორმებული გადახდის გრაფიკით, თუმცა მოპასუხეები არ ასრულებენ ბანკის წინაზე ნაკისრ ვალდებულებებს, რაც გამოიხატება გადახდი სგრაფიკის დარღვევევბში, ძირი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტების გადაუხდელობაში.

მოპასუხეებს 2016 წლის სექტმებრის შემდეგ სესხზე არ განუხორციელებიათ გადახდა, რაც ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს. მხარეთა შორის გაფორმებული №1-------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების15.1 – 15.5 და №10-29462-001204 იპოთეკის ხელშეკრულების7.1 – 7.5 მუხლების, №10-29462-001209 თავდებობის ხელშეკრულების 4.12 მუხლის საფუძველზე, მხარეების შეთანხმების შესაბამისად შეტყობინება ან/და სხვა სახის ოფიციალური კომუნიკაცია წარმოებს წერილობითი ან/და ელექტორნული ფოსტის საშუალებით. აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, მოპასუხეებს რამდენჯერმე, მათ შორის 06.06.2016-ში, 14.02.2017 და 14.04.2017 გაეგზავნათ გამაფრთხილებელი წერილები იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართებზე, რაც ჩაბარდათ ელექტრონულად და ხელზე, რომელთა მოთხოვნები ასევე არ იქნა შესრულებული, შესაბამისად ბანკის მიერ საკრედიტო ხელშეკრულება 0-.0-.2017 წელს ცალმხრივად იქნა შეწყვეტილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა წარმოადგინეს შესაგებელით სარჩელი არ ცნეს.

2019 წლის 17 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ორდერით გამოცხადდა მოპასუხის ადვოკატი ნ---- შ------–--ე, რომელმაც სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის.

 

3.1.1. 2015 წლის 20 იანვარს კანონით დადგენილი წესით განხორციელდა სს ,,თი---------ი’’-სა და სს ,,ბ----------------’’-ს შერწყმა, რის შემდეგაც სს ,,თი---------ი’’ წარმოადგენს სს ,,ბ-----------------’’-ს უფლებამონაცვლეს.

მტკიცებულება: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. (ტ.1.ს/ფ. 62-64).

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სს ,,ბ----------------’’-ს და კ--- მ-----–--ეს შორის 2----–-–----------ს გაფორმდა №1-------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრეიდტო ლიმიტი 500 000 აშშ დოლარის ოდენობით 15 წლის ვადით, სარგებლის წლიურად არაუმეტეს 48%-ის დარიცხვით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდა №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის ძალით, მსესხებლის სახელზე გაიცა სესხი 5080.00 აშშ დოლარის ოდენობით 36 თვის ვადით, წლიურად 26%-ის სარგებელის დარიცხვით. №1-------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულება 7.1 მუხლის თანახმად, მსესხებელს საბანკო კრედიტის ძირი და მასზე დარიცხული პროცენტი უნდა დაეფარა გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში, რაც მის მიერ არ შესრულებულა;

მტკიცებულება:

- 2----–-–----------ის №1-------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;(ტ.1.ს/ფ.20-27).

- 2015 წლის 21 აპრილის №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;(ტ.1.ს/ფ. 28-35).

 

3.2.2. სს ,,ბ----------------’’-ს, სს ,,თი---------’’-სა და კ--- მ-----–--ეს შორის 2----–-–----------ს გაფორმებული №1-------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებულ იქნა №1-------------- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხეების ნ---- კა--------ისა და ლ-----ა მ----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ბაღადათის რაიონი, სოფელი დიმი (ს/კ 3-.0-.4-.1--);

მტკიცებულება:

- 2----–-–----------ის №1-------------- იპოთეკის ხელშეკრულება; (ტ.1.ს/ფ. 36-4-).

 

3.2.3. 2----–-–------------–------------------- თავდებობის ხელშეკრულებით ვ--–---ი მ-----–--ემ სოლიდარულად ივალდებულა სს ,,ბ----------------’’-ს, სს ,,თი---------’’-სა და კ--- მ-----–--ეს შორის გაფორმებული №1-------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ და №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულება თავდებობის ზღვრული თანხის 6604.00 აშშ დოლარის ფარგლებში, რაც მის მიერ არ შესრულებულა;

მტკიცებულება:

- 2----–-–------------–------------------- თავდებობის ხელშეკრულება; - გადახდის გრაფიკი; (ტ.1.ს/ფ.41-48).

 

3.2.4. ბანკსა და მოპასუხე კ--- მ-----–--ეს შორის გაფორმებული №1-------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულებისა და №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების, ასევე გადახდის გრაფიკის თანახმად მოპასუხე კ--- მ-----–--ეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი და მასზე დარიცხული პროცენტები, რაც მას არ შეუსრულებია;

მტკიცებულება:

სარჩელი. მოსარჩელის წარმომადგენელის ახსნა-განმარტება- №1-------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 7.1 და 14.2 მუხლი; - №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.8 მუხლი; - გადახდის გრაფიკი;

 

3.2.5. მოპასუხეები არ ასრულებენ ხელშეკრულებითა და გრაფიკით ნაკისრ ვალდებულებებს, რაც გამოიხატა სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევებში და თანხაზე დარიცხული პროცენტების გადაუხდელობაში, რის გამოც მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება ბანკის მიერ 2017 წლის 03 ივლისს ცალმხრივად შეწყდა. ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის დავალიანება №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის წინაშე შეადგენს 43-0.03 აშშ დოლარს (ძირი თანხა - 3546.17; პროცენტი - 676.53; პირგასამტეხლო - 77.33);

მტკიცებულება: - გადახდის ისტორია; - ცნობა დავალიანების შესახებ; - №1-------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 7.1 და 14.2 მუხლები;

- №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მე-2 მუხლი;

- გადახდის გრაფიკი;

 

3.2.6. საქმეზე ამონაწერის განახლების მიზნით ბანკის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაწეული ხარჯი შეადგენს 15.00 ლარს;

მტკიცებულება: - საგადახადო დავალება;

 

3.2.7. მოპასუხეებსა და მოსარჩელეს შორის კომუნიკაცია წარმოებს წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით, ხელშეკრულებაში მითითებულ მხარეთა მიერ განსაზღვრულ რეკვიზიტებზე. შეთანხმების შესაბამისად მოპასუხეებს გამაფრთხილებელი წერილები 06.06.2016-ში, 14.02.2017 და 14.04.2017 წელს გაეგზავნათ და ჩაბარდათ, როგირც ელექტრონულად ასევე ხელზე;

მტკიცებულება:

- გამაფრთხილებელი წერილების ჩაბარების დასტურები;

 

3.2.8. სესხის ხელშეკრულების თანახმად, გამსესხებელი უფლებამოსილია ვადაზე ადრე შეწყვიტოს სესხის ხელშეკრულება და მოითხოვის სესხის, პროცენტისა და და პირგასამტეხლოს დაუყონებლივ დაფარვა, ასევე ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება თუ მსესხებელი ორჯერ ან სისტემატურად არღვევს სესხის დაფარვის გრაფიკს. მოპასუხე კ--- მ-----–--ის მიერ უკვე ზედიზედ ათჯერ დაირღვა სესხის შეტანის გრაფიკით გათვალისწინებული ვადა, რა შემთხვევაშიც მოსარჩელეს - კრედიტორს სამოქალაქო კოდექსის 4-4-ე მხულსი შესაბამისად უფლებ აქვს მოითხოვის ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზრაურება, ამავე კოდექსის 4-7-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტროს შუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. ხსენებული კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით კი ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 709.85 ლარს, ეს არის სწორედ ის თანხა, რასაც მოსარჩელე მხარე მიიღებდა მოპასუხე კ--- მ-----–--ის მიერ ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო;

მტკიცებულება: - გადახდის გრაფიკი;

 

3.2.10. ,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად სასამართლო, რომელშიც შეტანილია სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია, ვალდებულია მხარის განცხადების საფუძველზე, რომელიც შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გაკეთდეს, შეწყვიტოს წარმოება და მიუთითოს მხარეებს არბიტრაჟზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო დაადგენს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია, ძალადაკარგულია ან მისი შესრულება შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში №1-------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 14.4 და №10-29462-001204 იპოთეკის ხელშეკრულების 5.4 მუხლების შესაბამისად ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავა უნდა განეხილა საარბიტრაჟო სასამართლოს შპს ,,დავების განხილვის ცენტრი’’-ს, ხოლო №10-29462-001209 თავდებობის ხელშეკრულების 4.10 მუხლის შესაბამისად - მუდმივმოქმედ არბიტრაჟ ,,მორავს’’. ამ შემთხვევაში, შეუძლებელია საარბიტრაჟო შეთანხმების შესრულება, რადგან №1-------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, №10-29462-001204 იპოთეკის ხელშეკრულება და №№10-29462-001209 თავდებობის ხელშეკრულება სხვადასხვა არბიტრაჟის განსჯადია;

მტკიცებულება:

- №1-------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;

- №10-29462-001204 იპოთეკის ხელშეკრულება;

- №10-29462-001209 თავდებობის ხელშეკრულება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლომ მოისმინა რა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 417-418-ე, 623-625-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 102-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვს აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით მოსარჩელესა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

დადგენილია, რომ 2015 წლის 21 აპრილს, სს ,,თი---------ი’’-სა და კ--- მ-----–--ეს შორის გაფორმდა №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მსესხებლის სახელზე გაიცა სესხი 5080.00 აშშ დოლარის ოდენობით 36 თვის ვადით, წლიურად 26%-ის სარგებლის დარიცხვით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია სესხის ძირი თანხის 3546.17 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში.

 

6.3. მოცემულ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პროცენტი (სარგებელი) 676.53 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო. 77.33);

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის სარგებლის (პროცენტის) მოთხოვნის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია, რადგან მხარეთა შორის 2015 წლის 21 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი 5080.00 აშშ დოლარის მოცულობით, ითვალისწინებს საპროცენტო განაკვეთს და პირგასამტეხლოს ვადა გადაცილებისათვის.

დადგენილია, რომ კ--- მ-----–--ის და ვ--–---ი მ-----–--ის დავალიანება მოსარჩელის მიმართ, შეადგენს 676.53 აშშ დოლარს, რომლის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი სს კოდექსის 316-ე, 361-ე, 868.1 -ე მუხლის საფუძველზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია, რადგან მხარეთა შორის 2015 წლის 21 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი 5080.00 აშშ დოლარის მოცულობით, ითვალისწინებს პირგასამტეხლოს, რაც შეადგენს 77.33 აშშ რომლის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი სს კოდექსის 316-ე, 361-ე, 417-418-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაკმაყოფილდეს.

-საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმე ას-10-10-2017) განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას მხედველობაში მიიღება როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნილი პირგასამტეხლო შესაბამისობაშია კანონთან და ამასთან იგი არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს და არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო მოსარჩელეს ადგება ზიანი, რაც მის მიერ სესხის სახით გაცემული ფულადი თანხიდან სარგებლის მიღების შესაძლებლობის დაკარგვაში გამოიხატება. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გაცემული კრედიტი იყო სარგებლიანი წლიური 26%-ის გადახდის ვალდებულებით, მოსარჩელე ითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით სარჩელის შემოტანის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე სარგებლის დარიცხვას საბანკო კრედიტის №2-------------- ხელშეკრულების ძირ თანხაზე, რაც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ - მოპასუხეებს; კ--- მ-----–--ეს და ვ--–---ი მ-----–--ეს სოლიდარულად სს ,,თი---------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან 0-.0-.2017 წლიდან 18.04.2018 წლამდე, ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე, სესხის ძირ თანხაზე (3546.17) გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 75.78 ლარის ოდენობით, სულ 709.85 აშშ დოლარი;

 

6... მოთხოვნა საფუძვლიანია იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში, რადგან

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

ამავე კოდექსის 3-1-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

-მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2----–-–----------ს №1-------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორს, ნ---- კა--------ესა და ლ-----ა მ----------ს შორის 2----–-–----------ს გაფორმებული №1-------------- იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, სს ,,ბ----------------’’-ს სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხეების ნ---- კა--------ის და ლ-----ა მ----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ბაღადათის რაიონი, სოფელი დიმი (ს/კ 3-.0-.4-.1--).

იპოთეკის ხელშეკრულებაში აღინიშნა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა წესრიგდება, როგორც წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების, ასევე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მომწესრიგებელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმების შესაბამისად. (იხ. იპოთეკის ხელშეკრულება). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოვალე არ აკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, რადგან იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11ნაწილით - ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ითვალისწინებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის დათქმას, რაც იმპერატიული ხასიათისაა და უნდა დაკმაყოფილდეს.

6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო დაედასტურებინა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის პირობები, რის გამოც მოპასუხეს გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიმართ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე უარი თქვა 90 დღეზე პირგასამტეხლოს სახით (ძირ თანხასა და დარიცხულ პროცენტზე (4222.7) №1-------------- საკრედიტო პროდუქტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეწყვეტიდან 0-.0-.2017 წლიდან 90 დღის განმავლობაში 05.10.2017 წლის ჩათვლით ყოველდღიურად 4.22 აშშ დოლარის ოდენობით) მოთხოვნაზე, რაც შეადგენს 379.80 აშშ დოლარს, რომლის 3% -11.39 აშშ. დოლარს, ექვივალენტი ლარი (გადახდის დროისათვის არსებული კურსით) მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს და ამოირიცხოს ანგარიშიდან - 3-0183150. საგადახადო დავალება №1. 11.0-.2017 წელი. გადამხდელი სს თი---------ი.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახ. ბაჟი 388.06 (11.39 აშშ. დოლარის, ექვივალენტი ლარის (გადახდის დროისათვის არსებული კურსით) გამოკლებით, მოპასუხეებს - კ--- მ-----–--ეს და ვ--–---ი მ-----–--ეს სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს სს ,,თი---------ი’’-ს სარჩელი.

 

1.1. მოპასუხეებს; კ--- მ-----–--ეს და ვ--–---ი მ-----–--ეს სოლიდარულად დაეკისროს სს ,,თი---------ი’’-ს სასარგებლოდ დავალიანების - 43-0.03 აშშ დოლარის გადახდა (ძირი თანხა - 3546.17; პროცენტი - 676.53; პირგასამტეხლო - 77.33);

1.2. მოპასუხეებს; კ--- მ-----–--ეს და ვ--–---ი მ-----–--ეს სოლიდარულად სს ,,თი---------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან 0-.0-.2017 წლიდან 18.04.2018 წლამდე, ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე, სესხის ძირ თანხაზე (3546.17) გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 75.78 ლარის ოდენობით, სულ 709.85 აშშ დოლარი;

1.3. მოპასუხეებს; კ--- მ-----–--ეს და ვ--–---ი მ-----–--ეს სოლიდარულად დაეკისროს სს ,,თიბისი ბანი’’-ს მიერ სარჩელის განსახილველად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 388.06 ლარისა და ამონაწერის განახლების საფასურის 15 ლარის გადახდა;

1.4. დადგინდეს, მოპასუხეების კ--- მ-----–--ის და ვ--–---ი მ-----–--ის სს ,,თი---------ი’’-ს მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების გადახდევინება განხორციელდეს ნორა კანჯარიძის და ლ-----ა მ----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ბაღდათის რაიონი, სოფელი დიმი (ს/კ 3-.0-.4-.1--) აუქციონზე რეალიზაციის გზით;

1.5. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვალოს სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ დაკმაყოფილებულად ჩაითვალოს მხოლოდ იპოთეკის საგნის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობით და სააღსრულებლო წარმოება მიექცეს მოპასუხეების კ--- მ-----–--ის და ვ--–---ი მ-----–--ის სხვა ქონებაზე.

1.6. გადაწყვეტილება მიექცეს იძულებით აღსასრულებლად.

 

2. 11.39 აშშ. დოლარის ექვივალენტი ლარი (გადახდის დროისათვის არსებული კურსით) მოსარჩელეს დაუბრუნდეს და ამოირიცხოს ანგარიშიდან - 3-0183150. საგადახადო დავალება №1. 11.0-.2017 წელი. გადამხდელი სს თი---------ი.

 

3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 388.06 ლარზე, 11.39 აშშ. დოლარის, ექვივალენტი ლარის (გადახდის დროისათვის არსებული კურსით) გამოკლებით, მოპასუხეებს - კ--- მ-----–--ეს და ვ--–---ი მ-----–--ეს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 3- დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე