1.1. წინამდებარე წესები (შემდეგში - „წესები“) განსაზღვრავს შპს
,,მაატის“ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ კერძო ხასიათის იმ ქონებრივი დავების განხილვისა და გადაწყვეტის წესებს, რომელთა მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის.
1.2. წესები განიხილება საარბიტრაჟო შეთანხმების ნაწილად, რომელიც მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა თვით საარბიტრაჟო შეთანხმებით მხარეებმა კონკრეტული საკითხი დატოვეს მოწესრიგების გარეშე და იმ პირობით, რომ დებულება არ ეწინააღმდეგება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონს (შემდგომში - „კანონი“). ამავე დროს, თუ საარბიტრაჟო შეთანხმება ან მისი რომელიმე ნაწილი ეწინააღმდეგება დებულების რომელიმე წესს, მაშინ მოქმედებს საარბიტრაჟო შეთანხმება ან მისი შესაბამისი ნაწილი.
1.3. საარბიტრაჟო განხილვისას გამოიყენება დებულების ის რედაქცია, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის დროს, ცალკეული საპროცედურო მოქმედების შესრულების დროს.
1.4. წინამდებარე დებულებაში მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.4.1. შპს
,,მაატის“ არბიტრაჟი – მუდმივმოქმედი არბიტრაჟი;
1.4.2.
საარბიტრაჟო კოლეგია
- არბიტრაჟის შემადგენლობაში
კონკრეტული დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით დანიშნული არბიტრი ან
არბიტრები;
1.
4.3.
კომპანია - შპს
,,მაატი“;
1.4.4. არბიტრაჟის რეგისტრატურა – კომპანიის
სტრუქტურული ერთეული, რომელიც იღებს, არეგისტრირებს და აგზავნის საარბიტრაჟო სარჩელს, შესაგებელს და სხვა კორეპონდენციას. რეგისტრატურის მეშვეობით ხდება მხარეების, მათი წარმომდგენლების, მოწმეების, ექსპერტების, თარჯიმნების და სხვა პირების მოწვევა საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. რეგისტრატურა ასევე ასრულებს არბიტრაჟის არქივის ფუნქციას და ასრულებს არბიტრაჟის თავმჯდომარის დავალებებს;
1.4.5
. არბიტრაჟის
თავმჯდომარე – კომპანიის დამფუძნებელი ერთადერთი პარტნიორის, ან დამფუძნებელ პ
არტნიორთა კრების მიერ,დანიშნული პირი, რომელიც ახორციელებს არბიტრაჟის უფლებამოსილებას არბიტრაჟის
ფორმირებისა და დავის საარბიტრაჟო განხილვის პროცესში; იგი ხელმძღვანელობს არბიტრაჟს, არბიტრაჟის სახელით ნიშნავს არბიტრებს, შეუძლია განიხილოს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი; თანამდებობაზე ნიშნავს რეგისტრატორისა და არბიტრაჟის სხვა დამხმარე პერსონალის კანდიდატურებს და ახორცილებს ამ წესებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
1.4.6. სამედიაციო შეთანხმება – არბიტრაჟის მიერ მხარეებისათვის შეთავაზებული და წარმართული სამომრიგებლო პროცედურა, რომელიც სრულდება კომპრომისული შეთანხმებით (მორიგებით