3.1. არბიტრაჟი განიხილავს მხარეთა შორის არსებულ კერძო ხასიათის ქონებრივ დავებს, თუ ამის თაობაზე არსებობს მხარეებს შორის წერილობითი შეთანხმება.
საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობითი ფორმით დადებულად, თუ მისი შინაარსი დაფიქსირებულია ნებისმიერი ფორმით, მიუხედავად საარბიტრაჟო შეთანხმების ან ხელშეკრულების დადების ფორმისა, მათ შორის საარბიტრაჟო შეთანხმება წერილობით დადებულად ითვლება შეთანხმების ელექტრონული დოკუმენტის სახით არსებობის შემთხვევაშიც, რომელიც მომზადებულია, გაგზავნილია, მიღებულია ან შენახულია ელექტრონული, მაგნიტური, ოპტიკური ან მსგავსი საშუალებით, მათ შორის, მონაცემთა ელექტრონული გადაცემით, ელექტრონული ფოსტით, ტელექსით ან ტელეფაქსით და მათზე ხელმოწერა (თანხმობა) დადასტურებულია ელექტრონულად ან/და ,,ელეტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით.3.2 თუ მხარეები შეთანხმდნენ დავის არბიტრაჟისათვის გადაცემის თაობაზე, მაშინ მიიჩნევა, რომ მათ იკისრეს ვალდებულება, ამ კონკრეტული დავის გადასაწყვეტად არ მიმართონ არცერთ სხვა სასამართლოსა თუ არბიტრაჟს არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარეთა წერილობითი შეთანხმება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
3.3. არბიტრაჟი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს კანონით და მხარეთა ან თავად არბიტრაჟის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით განსაზღვრული პროცედური