1.  თბილისის მერს ჰყავს პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და არაუმეტეს 4 მოადგილე.

2. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) ასრულებს თბილისის მერის მოვალეობას თბილისის მერის არყოფნის, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

3.  თბილისის მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს) და თბილისის მერის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს თბილისის მერი საკრებულოს თანხმობით საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 76-ე მუხლით დადგენილი წესით.  თბილისის მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს) და მოადგილეებს თანამდებობიდან ათავისუფლებს  თბილისის მერი.

4. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები თბილისის მერის მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად:

ა) ხელმძღვანელობენ თბილისის მერის კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგებს;

ბ) ამზადებენ და თბილისის მერს წარუდგენენ დასკვნებსა და რეკომენდაციებს შესაბამის დარგებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ;

გ) სფეროების მიხედვით კოორდინაციას უწევენ თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების, ასევე თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას;

დ) შესაბამისი სფეროების მიხედვით ორგანიზაციას უწევენ და აკონტროლებენ თბილისის მერის, თბილისის საკრებულოს და თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებების შესრულებას;

ე) ასრულებენ თბილისის მერის ცალკეულ დავალებებს.

5. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან თბილისის მერის წინაშე.

6. თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მოადგილეების თანამდებობრივი შეუთავსებლობის, მათი უფლებამოსილებების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“.
თავი III
თბილისის მთავრო