1.
გამგეობის თანამდებობის პირის ბრძანების რეკვიზიტებია:
ა)
მცირე სახელმწიფო გერბი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბი;
ბ)
აქტის სახე (მითითება, რომ აქტი წარმოადგენს შესაბამისად გამგებლის ბრძანებას, გამგებლის მოადგილის ბრძანებას ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანებას);
გ)
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სათაური;
დ)
აქტის მიღების ადგილი და თარიღი;
ე)
გამგეობის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ვებგვერდის და ელექტრონული ფოსტის მისამართები;
ვ)
გამგეობის იურიდიული სამსახურის მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;
ზ)
აქტის გასაჩივრების ვადა და ის ორგანო (მისამართის მითითებით), სადაც შესაძლებელია აქტის გასაჩივრება;
თ)
აქტის ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა, თუ აქტი განსაზღვრული ვადითაა მიღებული;
ი)
უფლებამოსილი თანამდებობის პირის (შესაბამისად უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებლის) ხელმოწერა;
კ)
გამგებლის, გამგებლის მოადგილის და სტრუქტურული ერთეულის ბეჭედი.
2.
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის ფერადი პრინტერით ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე დაიტანება ამ ტაბელის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რეკვიზიტები. ყველა სხვა რეკვიზიტი დაიტანება აქტის საბოლოო გაფორმებისას.
3.
გამგეობის თანამდებობის პირების ბრძანების პროექტის და შესაბამისად მიღებული (გამოცემული) აქტის ელექტრონული დოკუმენტების სახით გაფორმება სავალდებულოა.
4.
ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის პროექტი ბლანკზე არ ფორმდება. აქტის პროექტს მარჯვენა ზედა კუთხეში უნდა გააჩნდეს №12 შრიფტით შესრულებული რეკვიზიტი – ,,პროექტი”, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ რეგისტრაციაში გატარების შესახებ შტამპი, უფლებამოსილი თანამდებობის პირების ვიზები, აგრეთვე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის ყველა სხვა რეკვიზიტი, გარდა:
ა)
მცირე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის გერბებისა;
ბ)
უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერისა;
გ)
გამგებლის, გამგებლის მოადგილის და სტრუქტურული ერთეულის ბეჭდისა;
დ)
აქტის სარეგისტრაციო ნომრისა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 03.09.2014
მუხლი 7. გამგეობის თანამდებობის პირის ბრძანების რეკვიზიტები
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 15. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების რეკვიზიტები
- მუხლი 6. მერიის თანამდებობის პირის ბრძანების რეკვიზიტები
- მუხლი 14. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების რეკვიზიტები
- მუხლი 14. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლისა და გამგეობის თანამდებობის პირთა ბრძანების რეკვიზიტები
- მუხლი 14. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, მერისა და მერიის თანამდებობის პირთა ბრძანების რეკვიზიტები
- მუხლი 14. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, მერისა და მერიის თანამდებობის პირთა ბრძანების რეკვიზიტები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. გამგეობის თანამდებობის პირებისა და მოხელეების დოკუმენტებთან მუშაობის სამართლებრივი საფუძვლები
- მუხლი 3. ტაბელის მოთხოვნათა დაცვა
- მუხლი 5. სამართლებრივი აქტები და საქმისწარმოების დოკუმენტები
- მუხლი 6. გამგეობის თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, რეგისტრაციის, გამოქვეყნების, ძალაში შესვლის, ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების ან მასში ცვლილების შეტა
- მუხლი 8. გამგეობის თანამდებობის პირის ბრძანების ბლანკი
- მუხლი 9. გამგეობის თანამდებობის პირის ბრძანების ტექსტების სტანდარტები
- მუხლი 10. გამგებლისა და გამგეობის სხვა თანამდებობის პირის მიერ შექმნილი კომისიის, გამგებლის სათათბირო ორგანოების − საბჭოების და სამუშაო ჯგუფების სხდომის ოქმები
- მუხლი 11. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (დადგენილების პროექტის) განმარტებითი ბარათი
- მუხლი 12. გამგეობის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქცია)
- მუხლი 13. გამგეობის თანამდებობის პირის დავალება (მითითება)
- მუხლი 14. გამგეობისა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 7, №27, 03.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016185 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2488227/muxli-7/