1.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (დადგენილების პროექტის) განმარტებითი ბარათი არის დადგენილებაზე (დადგენილების პროექტზე) თანდართული საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს კანონით დადგენილ მონაცემებს ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შესახებ.
2.
საკრებულოს დადგენილების პროექტის განმარტებითი ბარათის კანონით, საკრებულოს რეგლამენტითა და ამ ტაბელით განსაზღვრული წესით შედგენას უზრუნველყოფს გამგეობის იურიდიული სამსახური. განმარტებით ბარათს ადგენს დადგენილების პროექტის ავტორი ან პროექტის ინიციატორი.
3.
დადგენილების პროექტის ინიციირებისათვის აუცილებელია პროექტს თან დაერთოს განმარტებითი ბარათი. განმარტებით ბარათში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა)
პროექტის ავტორი/ინიციატორი (ავტორები, ინიციატორები) და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებელი.
ბ)
დადგენილების მიღების მიზეზი – რა საკითხს ეხება, რომელი კანონის, რა ნორმის შესასრულებლად მიიღება დადგენილება, მისი დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები, ამ ნორმატიული აქტის მიღების საჭიროების დასაბუთება;
გ)
დადგენილების ძირითადი მახასიათებლები – რაში მდგომარეობს მისაღები გადაწყვეტილების არსი და ამ გადაწყვეტილების დასაბუთება;
დ)
აქტის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება – გამოიწვევს თუ არა აქტის მიღება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ან შემოსავლების ცვლილებებს და როგორ დაიფარება დამატებითი ხარჯი, ან როგორ იქნება გამოყენებული დამატებითი შემოსავალი;
ე)
ვინ იღებდა მონაწილეობას პროექტის შემუშავებაში, როგორ იქნა გათვალისწინებული მათი მოსაზრებები.
ვ)
შეთანხმების ფურცელი (ადგილობრივი თვითმმართველობის რომელ ორგანოებთან ან თანამდებობის პირებთან არის შეთანხმებული);
ზ)
მითითება საკრებულოს იმ აქტზე, რომელიც უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად ან რომელშიც უნდა შევიდეს ცვლილება (შესაბამისი მუხლის ან პუნქტის მითითებით);
თ)
პროექტის მიღების სავარაუდო ვადა.
4.
თუ დადგენილების პროექტის მომზადებაში მონაწილეობდა ლობისტი, აუცილებელია განმარტებით ბარათთან ერთად ნორმატიული აქტის პროექტს თან დაერთოს ლობისტის დასკვნა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 03.09.2014
მუხლი 11. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (დადგენილების პროექტის) განმარტებითი ბარათი
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 10. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (დადგენილების პროექტის) განმარტებითი ბარათი
- მუხლი 19. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (დადგენილების პროექტის) განმარტებითი ბარათი
- მუხლი 18. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (დადგენილების პროექტის) განმარტებითი ბარათი
- მუხლი 18. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (დადგენილების პროექტის) განმარტებითი ბარათი
- მუხლი 18. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (დადგენილების პროექტის) განმარტებითი ბარათი
- მუხლი 7. სამართლებრივი აქტის პროექტის განმარტებითი ბარათი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. სამართლებრივი აქტები და საქმისწარმოების დოკუმენტები
- მუხლი 6. გამგეობის თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, რეგისტრაციის, გამოქვეყნების, ძალაში შესვლის, ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების ან მასში ცვლილების შეტა
- მუხლი 7. გამგეობის თანამდებობის პირის ბრძანების რეკვიზიტები
- მუხლი 8. გამგეობის თანამდებობის პირის ბრძანების ბლანკი
- მუხლი 9. გამგეობის თანამდებობის პირის ბრძანების ტექსტების სტანდარტები
- მუხლი 10. გამგებლისა და გამგეობის სხვა თანამდებობის პირის მიერ შექმნილი კომისიის, გამგებლის სათათბირო ორგანოების − საბჭოების და სამუშაო ჯგუფების სხდომის ოქმები
- მუხლი 12. გამგეობის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქცია)
- მუხლი 13. გამგეობის თანამდებობის პირის დავალება (მითითება)
- მუხლი 14. გამგეობისა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმა
- მუხლი 15. გამგეობის მოხელის სამუშაო გეგმა
- მუხლი 16. მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიში
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 11, №27, 03.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016185 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2488227/muxli-11/