1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (დადგენილების პროექტის) განმარტებითი ბარათი არის დადგენილებაზე (დადგენილების პროექტზე) თანდართული საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს კანონით დადგენილ მონაცემებს ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შესახებ.
2. საკრებულოს დადგენილების პროექტის განმარტებითი ბარათის კანონითა და ამ ტაბელით განსაზღვრული წესით შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. განმარტებით ბარათს ადგენს დადგენილების პროექტის ავტორი ან პროექტის ინიციატორი.
3. დადგენილების პროექტის ინიცირებისათვის აუცილებელია პროექტს თან დაერთოს განმარტებითი ბარათი. განმარტებით ბარათში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) დადგენილების პროექტის ავტორი;
ბ) დადგენილების პროექტის ინიციატორი;
გ) დადგენილების მიღების მიზეზი - რა საკითხს ეხება, რომელი კანონის რა ნორმის შესასრულებლად მიიღება დადგენილება;
დ) დადგენილების ძირითადი მახასიათებლები - რაში მდგომარეობს მისაღები გადაწყვეტილების არსი და ამ გადაწყვეტილების დასაბუთება;
ე) აქტის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება - გამოიწვევს თუ არა აქტის მიღება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ან შემოსავლების ცვლილებებს და როგორ დაიფარება დამატებითი ხარჯი ან როგორ იქნება გამოყენებული დამატებითი შემოსავალი;
ვ) ვინ იღებდა მონაწილეობას პროექტის შემუშავებაში, როგორ იქნა გათვალისწინებული მათი მოსაზრებები.
4. თუ დადგენილების პროექტის მომზადებაში მონაწილეობდა ლობისტი, აუცილებელია განმარტებით ბარათთან ერთად ნორმატიული აქტის პროექტს თან დაერთოს ლობისტის დასკვნ