1.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (დადგენილების პროექტის) განმარტებითი ბარათი დადგენილებაზე (დადგენილების პროექტზე) თანდართული საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტია, რომელიც შეიცავს კანონით დადგენილ მონაცემებს ნორმატიული აქტის (აქტის პროექტის) შესახებ.
2.
საკრებულოს დადგენილების პროექტის განმარტებითი ბარათის კანონითა და ამ ტაბელით განსაზღვრული წესით შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. განმარტებით ბარათს ადგენს დადგენილების პროექტის ავტორი ან პროექტის ინიციატორი.
3.
დადგენილების პროექტის ინიციირებისათვის აუცილებელია პროექტს თან დაერთოს განმარტებითი ბარათი. განმარტებით ბარათში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა)
დადგენილების პროექტის ავტორი;
ბ)
დადგენილების პროექტის ინიციატორი;
გ)
დადგენილების მიღების მიზეზი – რა საკითხს ეხება, რომელი კანონის რა ნორმის შესასრულებლად ხდება დადგენილების მიღება;
დ)
დადგენილების ძირითადი მახასიათებლები – რაში მდგომარეობს მისაღები გადაწყვეტილების არსი და ამ გადაწყვეტილების დასაბუთება;
ე)
აქტის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება – გამოიწვევს თუ არა აქტის მიღება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ან შემოსავლების ცვლილებებს და როგორ დაიფარება დამატებითი ხარჯი ან როგორ იქნება გამოყენებული დამატებითი შემოსავალი;
ვ)
ვინ იღებდა მონაწილეობას პროექტის შემუშავებაში, როგორ იქნა გათვალისწინებული მათი მოსაზრებები.
4.
თუ დადგენილების პროექტის მომზადებაში მონაწილეობდა ლობისტი, აუცილებელია განმარტებით ბარათთან ერთად ნორმატიული აქტის პროექტს თან დაერთოს ლობისტის დასკვნა
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის“ დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 27.09.2013
მუხლი 19. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (დადგენილების პროექტის) განმარტებითი ბარათი
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 18. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (დადგენილების პროექტის) განმარტებითი ბარათი
- მუხლი 18. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (დადგენილების პროექტის) განმარტებითი ბარათი
- მუხლი 11. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (დადგენილების პროექტის) განმარტებითი ბარათი
- მუხლი 18. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (დადგენილების პროექტის) განმარტებითი ბარათი
- მუხლი 10. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (დადგენილების პროექტის) განმარტებითი ბარათი
- მუხლი 7. სამართლებრივი აქტის პროექტის განმარტებითი ბარათი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 13. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები
- მუხლი 14. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების მომზადების, მიღების, რეგისტრაციის, გამოქვეყნების, ძალაში შესვლის, ცვლილებების შეტანის, ბათ
- მუხლი 15. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების რეკვიზიტები
- მუხლი 16. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების ბლანკები
- მუხლი 17. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების ტექსტების სტანდარტები
- მუხლი 18. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის, საკრებულოს ბიუროს სხდომის, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
- მუხლი 20. მუნიციპალიტეტის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა
- მუხლი 21. მუნიციპალიტეტის მოხელის თანამდებობრივი ინსტრუქცია
- მუხლი 22. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირის დავალება (მითითება)
- მუხლი 23. მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულის (ადგილობრივი სამსახურის, ტერიტორიული ორგანოს, ადგილობრივი სამსახურის სტრუქტურული ქვედანა
- მუხლი 24. მუნიციპალიტეტის მოხელის სამუშაო გეგმა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის“ დამტკიცების თაობაზე, მუხლი 19, №27, 27.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016131 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2030777/muxli-19/