1.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების ტექსტი, როგორც წესი, შედგება პრეამბულის, საკონსტანტაციო ნაწილისა და სარეზოლუციო ნაწილისაგან.
2.
ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის პრეამბულაში უნდა მიეთითოს საქართველოს კანონის ან საკრებულოს დადგენილების ის ნორმა (კანონის ან შესაბამისად – საკრებულოს დადგენილების სათაურის, მუხლის, პუნქტისა და ქვეპუნქტის ზუსტი დასახელება), რომლის საფუძველზე და შესასრულებლადაც ხდება ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის მიღება (გამოცემა).
3.
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საკონსტანტაციო ნაწილში მიეთითება შესაბამისი ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას გამოკვლეული საქმის გარემოებები და მიღებული დისკრეციული გადაწყვეტილებების დასაბუთება (ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა გააჩნდა ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას). აქტი შეიძლება არ შეიცავდეს საკონსტანტაციო ნაწილს, თუ:
ა)
აქტი გამოცემულია დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე და იგი არ ზღუდავს მესამე პირის უფლებებს:
ბ)
აქტის მიღებით (გამოცემით) დაინტერესებულ პირთათვის უკვე ცნობილია აქტის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;
გ)
კანონი ითვალისწინებს აქტის დასაბუთების გარეშე მიღების (გამოცემის) შესაძლებლობას;
დ)
აქტის მიღება (გამოცემა) გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით. ასეთ შემთხვევაში აქტის წერილობითი დასაბუთება ხდება აქტის გამოცემის შემდგომ არაუგვიანეს ერთი კვირის ვადაში.
4.
აქტის სარეზოლუციო ნაწილში მოცემული უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება (გადაწყვეტილებები). თუ აქტი ითვალისწინებს რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ გადაწყვეტილებას, თითოეული მათგანი ფორმდება ცალკე პუნქტის სახით. პუნქტები უწყვეტად ინომრება არაბული ციფრებით. სარეზოლუციო ნაწილში ცალკე, მიღებული გადაწყვეტილების (გადაწყვეტილებების) შემდგომ პუნქტად მიეთითება აქტის მოქმედების ვადა, თუ აქტი განსაზღვრული ვადითაა მიღებული (გამოცემული).
5.
აქტის სარეზოლუციო ნაწილში ცალკე, დასკვნით (უკანასკნელ) პუნქტად მიეთითება აქტის გასაჩივრების ვადა და ის ორგანო (ორგანოს სრული დასახელება და მისამართი), სადაც შესაძლებელია აქტის გასაჩივრება. თავი V
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმისწარმოების დოკუმენტებ
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის“ დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 27.09.2013
მუხლი 17. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების ტექსტების სტანდარტები
თავი I — ზოგადი დებულებანი
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი კვირის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 16. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, მერის ბრძანების, მერიის თანამდებობის პირთა ბრძანების ტექსტების სტანდარტები
- მუხლი 16. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების, გამგეობის თანამდებობის პირთა ტექსტების სტანდარტები
- მუხლი 16. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების ტექსტების სტანდარტები
- მუხლი 15. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, მერის ბრძანების, მერიის თანამდებობის პირთა ტექსტების სტანდარტები
- მუხლი 9. გამგეობის თანამდებობის პირის ბრძანების ტექსტების სტანდარტები
- მუხლი 8. მერიის თანამდებობის პირის ბრძანების ტექსტების სტანდარტები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 11. საკრებულოს დადგენილების ბლანკი
- მუხლი 12. დადგენილების ტექსტის სტანდარტები
- მუხლი 13. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები
- მუხლი 14. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების მომზადების, მიღების, რეგისტრაციის, გამოქვეყნების, ძალაში შესვლის, ცვლილებების შეტანის, ბათ
- მუხლი 15. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების რეკვიზიტები
- მუხლი 16. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების ბლანკები
- მუხლი 18. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის, საკრებულოს ბიუროს სხდომის, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
- მუხლი 19. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (დადგენილების პროექტის) განმარტებითი ბარათი
- მუხლი 20. მუნიციპალიტეტის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა
- მუხლი 21. მუნიციპალიტეტის მოხელის თანამდებობრივი ინსტრუქცია
- მუხლი 22. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირის დავალება (მითითება)
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის“ დამტკიცების თაობაზე, მუხლი 17, №27, 27.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016131 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2030777/muxli-17/