1.
საკრებულოს დადგენილების ტექსტი შედგება ძირითადი ნაწილის, გარდამავალი (საჭიროების შემთხვევაში) და დასკვნითი დებულებებისაგან. საკრებულოს დადგენილებას შეიძლება გააჩნდეს პრეამბულა და დანართები.
2.
საკრებულოს დადგენილების პრეამბულაში უნდა მიეთითოს საქართველოს კანონის ის ნორმა (კანონის სათაურის, მუხლის, პუნქტისა და ქვეპუნქტის ზუსტი დასახელება), რომლის საფუძველზე და შესასრულებლადაც ხდება დადგენილების მიღება.
3.
დადგენილების ძირითადი ნაწილი მოიცავს ამ აქტით დადგენილ ნორმატიულ დებულებებს - მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესებს.
4.
საკრებულოს დადგენილების გარდამავალი დებულებებით საჭიროების შემთხვევაში დგინდება ძირითადი ნაწილისაგან განსხვავებული და განსაზღვრული ვადით მიღებული ნორმები და/ან განისაზღვრება ის პირობები და ვადები, რაც საჭიროა ძირითად ნაწილში მოცემული ნორმების ძალაში შესასვლელად.
5.
საკრებულოს დადგენილების დასკვნითი დებულებებით განისაზღვრება აქტის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადებული აქტების ჩამონათვალი (ასეთი აქტების არსებობის შემთხვევაში), დადგენილების ძალაში შესვლის დრო, დადგენილების მოქმედების ვადა, თუ დადგენილება განსაზღვრული ვადითაა მიღებული.
6.
საკრებულოს დადგენილების ტექსტი (პრეამბულის და დანართების გარდა) შინაარსის მიხედვით იყოფა აბზაცებად – პუნქტებად. პუნქტები ინომრება უწყვეტად, არაბული ციფრებით. თუ ტექსტი დიდი მოცულობისაა, იგი შინაარსის მიხედვით შესაძლოა დაიყოს თავებად, თავები კი მუხლებად. დადგენილების თავები უწყვეტად ინომრება რომაული ციფრებით. დადგენილების მუხლები დადგენილების მთელ ტექსტში უწყვეტად ინომრება არაბული ციფრებით. დადგენილების თავს უნდა გააჩნდეს სათაური. დადგენილების მუხლს შესაძლოა გააჩნდეს სათაური. თუ ტექსტი განსაკუთრებით დიდი მოცულობისაა, იგი შეიძლება დაიყოს კარებად, კარები – თავებად, თავები – მუხლებად. კარები ინომრება უწყვეტად, რომაული ციფრებით და მათ გააჩნია სათაური.
7.
დანართი დადგენილების განუყოფელი ნაწილია. თუ დადგენილებას ერთვის რამდენიმე დანართი, ისინი ინომრება უწყვეტად, არაბული ციფრებით. ძირითად ნაწილში ან გარდამავალ დებულებებში მოცემული უნდა იქნეს მითითება შესაბამის დანართზე. დაუშვებელია დანართში დადგენილების ძირითადი ნაწილის, გარდამავალი ან დასკვნითი დებულებების შეტანა. დანართში მოცემული უნდა იყოს დადგენილების ძირითად ან გარდამავალ დებულებებში მითითებული საცნობარო (სტატისტიკური, საბუღალტრო ან სხვა სახის მონაცემები), მათემატიკური გაანგარიშების შემცველი (საბიუჯეტო ან სატარიფო ცხრილები) ან სანიმუშო (დოკუმენტის სანიმუშო ფორმა) ინფორმაცია.თავი IV
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებ
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის“ დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 27.09.2013
მუხლი 12. დადგენილების ტექსტის სტანდარტები
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. ტერიტორიულ ორგანოებში მუნიციპალიტეტის რწმუნებულის სანოტარო აქტები
- მუხლი 7. სამართლებრივი აქტები და საქმისწარმოების დოკუმენტები
- მუხლი 8. საკრებულოს დადგენილება
- მუხლი 9. საკრებულოს დადგენილების მომზადების, მიღების, რეგისტრაციის, გამოქვეყნების, ძალაში შესვლის, ცვლილებების შეტანის, ბათილად ცნობისა და ძალადაკარგულად გამოცხადების სამართლებრივი საფუძვლები
- მუხლი 10. საკრებულოს დადგენილების და დადგენილების პროექტის რეკვიზიტები
- მუხლი 11. საკრებულოს დადგენილების ბლანკი
- მუხლი 13. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები
- მუხლი 14. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების მომზადების, მიღების, რეგისტრაციის, გამოქვეყნების, ძალაში შესვლის, ცვლილებების შეტანის, ბათ
- მუხლი 15. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების რეკვიზიტები
- მუხლი 16. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების ბლანკები
- მუხლი 17. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების ტექსტების სტანდარტები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის“ დამტკიცების თაობაზე, მუხლი 12, №27, 27.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016131 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2030777/muxli-12/