1.
საკრებულოს დადგენილების რეკვიზიტებია:
ა)
მცირე სახელმწიფო გერბი და მუნიციპალიტეტის გერბი;
ბ)
აქტის სახე (მითითება, რომ აქტი წარმოადგენს საკრებულოს დადგენილებას);
გ)
საკრებულოს დადგენილების სათაური;
დ)
დადგენილების მიღების ადგილი და თარიღი;
ე)
თუ დადგენილებაში შეტანილია ცვლილება, ცვლილების მიღების თარიღი;
ვ)
დადგენილების ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა, თუ დადგენილება განსაზღვრული ვადითაა მიღებული;
ზ)
საკრებულოს თავმჯდომარის (თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის) ხელმოწერა;
თ)
საკრებულოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;
ი)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი (დაიტანება დადგენილების სახელმწიფო რეესტრში შეტანის შემდეგ);
კ)
საკრებულოს ბეჭედი.
2.
საკრებულოს დადგენილების ფერადი პრინტერით ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე დაიტანება ამ ტაბელის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რეკვიზიტები. ყველა სხვა სავალდებულო რეკვიზიტი დაიტანება დადგენილების საბოლოო გაფორმებისას.
3.
საკრებულოს დადგენილების პროექტის და საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ელექტრონული დოკუმენტების სახით გაფორმება სავალდებულოა.
4.
საკრებულოს დადგენილების პროექტი დადგენილების ბლანკზე არ ფორმდება. დადგენილების პროექტს მარჯვენა ზედა კუთხეში უნდა გააჩნდეს №12 შრიფტით შესრულებული რეკვიზიტი – ,,პროექტი“, საკრებულოს აპარატის მიერ რეგისტრაციაში გატარების შესახებ შტამპი, უფლებამოსილი თანამდებობის პირების ვიზები, აგრეთვე დადგენილებისათვის განსაზღვრული ყველა სხვა რეკვიზიტი გარდა:
ა)
საკრებულოს თავმჯდომარის ხელმოწერისა;
ბ)
საკრებულოს ბეჭდისა;
გ)
სარეგისტაციო ნომრისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდისა
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის“ დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 27.09.2013
მუხლი 10. საკრებულოს დადგენილების და დადგენილების პროექტის რეკვიზიტები
თავი I — ზოგადი დებულებანი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დოკუმენტებთან მუშაობის სამართლებრივი საფუძვლები
- მუხლი 4. ტაბელის მოთხოვნათა დაცვა
- მუხლი 6. ტერიტორიულ ორგანოებში მუნიციპალიტეტის რწმუნებულის სანოტარო აქტები
- მუხლი 7. სამართლებრივი აქტები და საქმისწარმოების დოკუმენტები
- მუხლი 8. საკრებულოს დადგენილება
- მუხლი 9. საკრებულოს დადგენილების მომზადების, მიღების, რეგისტრაციის, გამოქვეყნების, ძალაში შესვლის, ცვლილებების შეტანის, ბათილად ცნობისა და ძალადაკარგულად გამოცხადების სამართლებრივი საფუძვლები
- მუხლი 11. საკრებულოს დადგენილების ბლანკი
- მუხლი 12. დადგენილების ტექსტის სტანდარტები
- მუხლი 13. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები
- მუხლი 14. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების მომზადების, მიღების, რეგისტრაციის, გამოქვეყნების, ძალაში შესვლის, ცვლილებების შეტანის, ბათ
- მუხლი 15. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების რეკვიზიტები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის“ დამტკიცების თაობაზე, მუხლი 10, №27, 27.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016131 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2030777/muxli-10/