1.
მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეების მიერ საქმისწარმოებაში ამ ტაბელის II თავით დადგენილი დოკუმენტების გარდა სხვა სახის დოკუმენტების შედგენა დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო ორგანოების ურთიერთობებისას.
2.
მუნიციპალიტეტის მოხელეები ვალდებულნი არიან დაიცვან ტაბელის მოთხოვნები. ტაბელით დადგენილი დოკუმენტირების სტანდარტების დარღვევისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეს დაეკისრება კანონით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობა.
3.
დოკუმენტები მომზადებული უნდა იქნეს კომპიუტერზე ,,Windows“-ის სისტემაში შემდეგი შრიფტების გამოყენებით: Sylfaen, Litnusx ან Acadnusx, ზომით №11, გარდა ამ ტაბელით გათვალისწინებული შემთხვევებისა
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის“ დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 27.09.2013
მუხლი 4. ტაბელის მოთხოვნათა დაცვა
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დოკუმენტებთან მუშაობის სამართლებრივი საფუძვლები
- მუხლი 6. ტერიტორიულ ორგანოებში მუნიციპალიტეტის რწმუნებულის სანოტარო აქტები
- მუხლი 7. სამართლებრივი აქტები და საქმისწარმოების დოკუმენტები
- მუხლი 8. საკრებულოს დადგენილება
- მუხლი 9. საკრებულოს დადგენილების მომზადების, მიღების, რეგისტრაციის, გამოქვეყნების, ძალაში შესვლის, ცვლილებების შეტანის, ბათილად ცნობისა და ძალადაკარგულად გამოცხადების სამართლებრივი საფუძვლები
- მუხლი 10. საკრებულოს დადგენილების და დადგენილების პროექტის რეკვიზიტები
- მუხლი 11. საკრებულოს დადგენილების ბლანკი
- მუხლი 12. დადგენილების ტექსტის სტანდარტები
- მუხლი 13. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები
- მუხლი 14. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების მომზადების, მიღების, რეგისტრაციის, გამოქვეყნების, ძალაში შესვლის, ცვლილებების შეტანის, ბათ
- მუხლი 15. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების რეკვიზიტები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის“ დამტკიცების თაობაზე, მუხლი 4, №27, 27.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016131 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2030777/muxli-4/