1. თანამდებობრივი ინსტრუქცია არის საორგანიზაციო-განკარგულებითი ხასიათის დოკუმენტი, რომლითაც მოხელის სამუშაოთა აღწერილობიდან გამომდინარე განისაზღვრება ადმინისტრაციულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული მისი ცალკეული თანამდებობრივი მოვალეობანი და შრომითი ფუნქციების განხორციელების მარეგულირებელი განკარგულებანი.
2. თანამდებობრივი ინსტრუქცია შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის და თანამდებობის სრული დასახელება, მოხელის გვარი და სახელი, ხოლო ძირითად ნაწილში გადმოიცემა კონკრეტული ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში მოხელის ცალკეული თანამდებობრივი მოვალეობა და შრომითი ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებული განკარგულებ