1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების ამობეჭდილი ვერსიის პირველი ფურცელი ფორმდება შესაბამისი აქტის A4 ფორმატის ფერად პრინტერზე ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე. საკრებულოს გაკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების ბლანკის ელექტრონული ვერსია ინახება საკრებულოს აპარატის დაცულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო გამგებლის ბრძანების ბლანკი - გამგეობის აპარატის დაცულ მონაცემთა ბაზაში. ქაღალდზე ამობეჭდილი დანომრილი ბლანკები ინახება საკრებულოს აპარატის (შესაბამისად გამგეობის აპარატის) უფროსის სეიფში. ბლანკები ინომრება კალენდარული წლის განმავლობაში. ბლანკის ნომერი დაიტანება ქაღალდის უკანა მხარეს, ქვედა მარჯვენა კუთხეში. ბლანკის ელექტრონული და ქაღალდზე ამობეჭდილი ვერსიების გამოყენების წესები დადგენილია ,,მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმისწარმოების ინსტრუქციის შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის ბრძანების ბლანკზე დაიტანება შესაბამისი აქტის შემდეგი რეკვიზიტები:
ა) მუნიციპალიტეტის ფერადი გერბი (დაიტანება ფურცლის ზედა ცენტრალურ ადგილას, გერბის ზემოთ რაიმე სიმბოლოს დატანა დაუშვებელია);
ბ) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,ქალაქი ცაგერი” (დაიტანება გერბის 2 ინტერვალით ქვემოთ, ფურცლის მარცხენა კიდეზე);
გ) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს აქტის მიღების (გამოცემის) თარიღს შემდეგი თანმიმდევრობით - რიცხვი, თვე და წელიწადი (მაგ. 04.11.2008 წ.). თარიღი დაიტანება წარწერის ,,ქალაქი ცაგერი” გასწვრივ, ფურცლის მარჯვენა კიდეზე. აქტის მიღების (გამოცემის) თარიღად მიიჩნევა უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ აქტის ხელმოწერის თარიღი;
დ) №10 შრიფტით შესრულებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს საკრებულოს (შესაბამისად - გამგეობის) მისამართს, ტელეფონის ნომერს, ვებ-გვერდის და ელექტრონული ფოსტის მისამართებს (დაიტანება ,,გ” ქვეპუნქტში მითითებული წარწერის 2 ინტერვალით ქვემოთ, ფურცლის მარჯვენა კიდეზე).
ე) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №” (შესაბამისად - ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება №” ან ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება №”) წარწერა დაიტანება ,,დ” ქვეპუნქტში მითითებული წარწერის 2 ინტერვალით ქვემოთ, ფურცლის ცენტრალურ ადგილა