1. მუნიციპალიტეტის გამგებლის, გამგეობის თანამდებობის პირთა ბრძანების, საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების ამობეჭდილი ვერსიის პირველი ფურცელი ფორმდება შესაბამისი აქტის A4 ფორმატის ფერად პრინტერზე ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე. საკრებულოს გაკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების ბლანკის ელექტრონული ვერსია ინახება საკრებულოს აპარატის დაცულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო გამგებლის ბრძანების ბლანკი - გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში დაცულ მონაცემთა ბაზაში. ქაღალდზე ამობეჭდილი დანომრილი ბლანკები ინახება საკრებულოს აპარატის (შესაბამისად გამგეობის აპარატის) უფროსის სეიფში. ბლანკები ინომრება კალენდარული წლის განმავლობაში. ბლანკის ნომერი დაიტანება ქაღალდის უკანა მხარეს, ქვედა მარჯვენა კუთხეში. ბლანკის ელექტრონული და ქაღალდზე ამობეჭდილი ვერსიების გამოყენების წესები დადგენილია ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ოქტომბრის დადგენილებით.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლისა გამგეობის თანამდებობის პირთა ბრძანების ბლანკზე დაიტანება შესაბამისი აქტის შემდეგი რეკვიზიტები:
ა) მუნიციპალიტეტის ფერადი გერბი (დაიტანება ფურცლის ზედა ცენტრალურ ადგილას, გერბის ზემოთ რაიმე სიმბოლოს დატანა დაუშვებელია);
ბ) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,ქალაქი სენაკი“ (დაიტანება გერბის 2 ინტერვალით ქვემოთ, ფურცლის მარცხენა კიდეზე);
გ) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს აქტის მიღების (გამოცემის) თარიღს შემდეგი თანმიმდევრობით - რიცხვი, თვე და წელიწადი თარიღად მიიჩნევა უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ აქტის ხელმოწერის თარიღი;
დ) №10 შრიფტით შესრულებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს საკრებულოს (შესაბამისად - გამგეობის) მისამართს, ტელეფონის ნომერს, ვებ-გვერდის და ელექტრონული ფოსტის მისამართებს (დაიტანება ,,გ“ ქვეპუნქტში მითითებული წარწერის 2 ინტერვალით ქვემოთ, ფურცლის მარჯვენა კიდეზე).
ე) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №“ (შესაბამისად - ,,სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება №“ ან ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება №“) წარწერა დაიტანება ,,დ“ ქვეპუნქტში მითითებული წარწერის 2 ინტერვალით ქვემოთ, ფურცლის ცენტრალურ ადგილას.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის, გამგეობის თანამდებობის პირთა ბრძანების დადგენილი ფორმის ნიმუში მოცემულია ამ ტაბელის №2 დანართშ