1. საკრებულოს დადგენილების ამობეჭდილი ვერსიის პირველი ფურცელი ფორმდება საკრებულოს დადგენილების A4 ფორმატის ფერად პრინტერზე ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე. ბლანკის ელექტრონული ვერსია ინახება საკრებულოს აპარატის დაცულ მონაცემთა ბაზაში. ქაღალდზე ამობეჭდილი დანომრილი ბლანკები ინახება საკრებულოს აპარატის უფროსის სეიფში. ბლანკები ინომრება კალენდარული წლის განმავლობაში. ბლანკის ნომერი დაიტანება ქაღალდის უკანა მხარეს, ქვედა მარჯვენა კუთხეში. ბლანკის ელექტრონული და ქაღალდზე ამობეჭდილი ვერსიების გამოყენების წესები დადგენილია ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ოქტომბრის №44 დადგენილებით.
2. საკრებულოს დადგენილების ბლანკზე დაიტანება საკრებულოს დადგენილების შემდეგი სავალდებულო რეკვიზიტები:
ა) მცირე სახელმწიფო გერბი/მუნიციპალიტეტის გერბი – ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ბ) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,ქ. სენაკი“ (დაიტანება გერბის 2 ინტერვალით ქვემოთ, ფურცლის მარცხენა კიდეზე);
გ) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს დადგენილების მიღების თარიღს შემდეგი თანმიმდევრობით - რიცხვი, თვე და წელიწადი დადგენილების მიღების თარიღად მიიჩნევა საკრებულოს თავმჯდომარის (თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის) მიერ დადგენილების ხელმოწერის თარიღი;
დ) №10 შრიფტით შესრულებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს საკრებულოს მისამართს, ტელეფონის ნომერს, ვებ-გვერდის და ელექტრონული ფოსტის მისამართებს (დაიტანება წარწერის ,,ქ. სენაკი“ და თარიღის აღმნიშვნელი ჩანაწერის 2 ინტერვალით ქვემოთ, ფურცლის მარჯვენა კიდეზე);
ე) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №(...)“ (დაიტანება საკრებულოს მისამართის, ტელეფონის ნომრის, ვებ-გვერდისა და ელექტრონული ფოსტის მისამართების აღმნიშვნელი წარწერის 2 ინტერვალით ქვემოთ, ფურცლის ცენტრალურ ადგილას).
3. საკრებულოს ბლანკის დადგენილი ფორმის ნიმუში მოცემულია ამ ტაბელის №1 დანართშ