1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების, გამგებლის, გამგეობის თანამდებობის პირთა ბრძანების რეკვიზიტებია:

ა)  მუნიციპალიტეტის გერბი;

ბ) აქტის სახე (მითითება, რომ აქტი წარმოადგენს შესაბამისად საკრებულოს განკარგულებას, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებას ან გამგებლის, გამგეობის თანამდებობის პირთა ბრძანებას);

გ) ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის სათაური;

დ) აქტის მიღების ადგილი და თარიღი;

ე) საკრებულოს ან შესაბამისად გამგეობის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ვებ-გვერდის და ელექტრონული ფოსტის მისამართები;

ვ) აქტის ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა, თუ აქტი განსაზღვრული ვადითაა მიღებული;

ზ) აქტის გასაჩივრების ვადა და ის ორგანო (მისამართის მითითებით), სადაც შესაძლებელია აქტის გასაჩივრება;

თ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის - საკრებულოს თავმჯდომარის ან შესაბამისად გამგებლის, გამგეობის თანამდებობის პირთა (შესაბამისად უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებელის) ხელმოწერა;

ი) საკრებულოს აპარატის ან შესაბამისად გამგეობის აპარატის მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;

კ) საკრებულოს ან შესაბამისად გამგეობის ბეჭედი.

2. ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის ფერადი პრინტერით ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე დაიტანება ამ ტაბელის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რეკვიზიტები. ყველა სხვა რეკვიზიტი დაიტანება აქტის საბოლოო გაფორმებისას.

3. გამგებლის, გამგეობის თანამდებობის პირთა ბრძანების პროექტის, საკრებულოს განკარგულების, საკრებულოს თავმჯომარის ბრძანების და შესაბამისად მიღებული (გამოცემული) აქტის ელექტრონული დოკუმენტების სახით გაფორმება სავალდებულოა.

4. ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის პროექტი ბლანკზე არ ფორმდება. აქტის პროექტს მარჯვენა ზედა კუთხეში უნდა გააჩნდეს №12 შრიფტით შესრულებული რეკვიზიტი - ,,პროექტი“, საკრებულოს ან შესაბამისად გამგეობის აპარატის მიერ რეგისტრაციაში გატარების შესახებ შტამპი, უფლებამოსილი თანამდებობის პირების ვიზები, აგრეთვე ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის ყველა სხვა რეკვიზიტი, გარდა:

ა) მუნიციპალიტეტის გერბისა;

ბ) საკრებულოს ბეჭდისა;

გ) აქტის სარეგისტაციო ნომრისა