1. სამუშაოთა აღწერილობა არის საორგანიზაციო ხასიათის დოკუმენტი, რომლითაც კანონმდებლობითა და საკრებულოს დადგენილებების საფუძველზე განისაზღვრება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი სამსახურის (ტერიტორიული მართვის ორგანოს, საკრებულოს აპარატის) მოხელის თანამდებობრივი უფლება-მოვალეობანი და შრომითი საქმიანობისას შესასრულებელი ფუნქციები.
2. თანამდებობრივი აღწერილობა მზადდება და მტკიცდება.
3. სამუშაოთა აღწერილობა შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი თანამდებობის და სტრუქტურული ერთეულის სრული დასახელება, ხოლო ძირითად ნაწილში გადმოიცემა მოხელის რეგულარული კომპეტენციები, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობანი და შრომითი ფუნქციებ