1.
მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიშის შედგენის წესი განისაზღვრება გამგეობის დებულებით.
2.
მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიშის შედგენის წესი განისაზღვრება გამგეობის დებულებით.
3.
გამგეობის ანგარიში არის დოკუმენტი, რომელშიც გამგებელი საკრებულოს წინაშე აღწერს და ასაბუთებს საკუთარ მოქმედებებს, აგრეთვე მათ შესაბამისობას სამართლებრივ აქტებთან და გამგეობის საანგარიშგებო პერიოდის სამუშაო გეგმასთან.
4.
გამგეობის ანგარიში შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება საანგარიშგებო პერიოდი. ძირითად ნაწილში პუნქტების მიხედვით გაიწერება კონკრეტული მოქმედების მიზანი, მისი საფუძველი (სამართლებრივი აქტი, სამუშაო გეგმა, დასაბუთება და მიეთითება, მიღწეულია თუ არა დასახული მიზანი. თუ მიზანი არ არის მიღწეული, საჭიროა ხელშემშლელ მიზეზთა დასახელება. საფინანსო ანგარიშის ძირითად ნაწილში მიეთითება გაწეული ხარჯის საფუძველი, ხარჯის მიზნობრიობა და თუ ეს საჭიროა, საფინანსო-ეკონომიკური დასაბუთება