1.
გამგეობის სტრუქტურული ერთეულის განყოფილების ანგარიში არის დოკუმენტი, რომელშიც ანგარიშვალდებული განყოფილება სამსახურის უფროსის წინაშე აღწერს და ასაბუთებს საკუთარ მოქმედებებს, აგრეთვე მათ შესაბამისობას სამართლებრივ აქტებთან და საანგარიშგებო პერიოდის სამუშაო გეგმასთან.
2.
განყოფილების ანგარიში უნდა შეესაბამებოდეს ამ განყოფილებებისა და მოხელეების ანგარიშებს.
3.
გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია საანგარიშგებო პერიოდის გასვლიდან ერთი კვირის ვადაში გამგებელს წარუდგინოს საანგარიშგებო პერიოდში შესრულებული საქმიანობის ანგარიში.
4.
თუ ანგარიშში მითითებული სამუშაო უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრების მიღება-გამოყენებას, მასში დოკუმენტურად უნდა დასაბუთდეს საფინანსო ან სხვა მატერიალურ ფასეულობათა მიღება-გამოყენების კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა (საფინანსო ანგარიში).
5.
ანგარიში შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება სტრუქტურული ერთეულის სრული დასახელება და საანგარიშგებო პერიოდი. ძირითად ნაწილში პუნქტების მიხედვით გაიწერება კონკრეტული მოქმედების მიზანი, მისი საფუძველი (სამართლებრივი აქტი, სამუშაო გეგმა, ზემდგომი თანამდებობის პირის (ორგანოს) დავალება), დასაბუთება და მიეთითება, მიღწეულია თუ არა დასახული მიზანი. თუ მიზანი არ არის მიღწეული, საჭიროა ხელშემშლელ მიზეზთა დასახელება. საფინანსო ანგარიშის ძირითად ნაწილში მიეთითება გაწეული ხარჯის საფუძველი, ხარჯის მიზნობრიობა და თუ ეს საჭიროა, საფინანსო-ეკონომიკური დასაბუთება.
6.
საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს ძირითად ნაწილში ჩამოთვლილ ქმედებათა (შესრულებული სამუშაოს, გაწეული ხარჯის) დამადასტურებელი დოკუმენტები. დანართების თაობაზე მითითება შესაბამისად უნდა გაკეთდეს ძირითადი ნაწილის სათანადო პუნქტში
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 03.09.2014
მუხლი 18. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის განყოფილების ანგარიში
თავი I — ზოგადი დებულებანი
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი კვირის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 25. მუნიციპალიტეტის ადგილობირვი თვითმმარელობის ორგანოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულის, საკრებულოს აპარატის, სტრუქტურული ქვედანაყოფის–განყოფილების) ანგარიში
- მუხლი 23. მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულის (ადგილობრივი სამსახურის, ტერიტორიული ორგანოს, ადგილობრივი სამსახურის სტრუქტურული ქვედანა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. გამგეობის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქცია)
- მუხლი 13. გამგეობის თანამდებობის პირის დავალება (მითითება)
- მუხლი 14. გამგეობისა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმა
- მუხლი 15. გამგეობის მოხელის სამუშაო გეგმა
- მუხლი 16. მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიში
- მუხლი 17. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ანგარიში
- მუხლი 19. გამგეობის მოხელის ანგარიში
- მუხლი 20. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის, გამგეობის მოხელის განცხადება
- მუხლი 21. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის, გამგეობის მოხელის წერილი (მოხსენება)
- მუხლი 22. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის, გამგებლის წარმომადგენლის ცნობა
- მუხლი 23. მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ადმინისტრაციული გარიგება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 18, №27, 03.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016185 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2488227/muxli-18/