1.
გამგეობის მოხელის ანგარიში არის დოკუმენტი, რომელშიც ანგარიშვალდებული მოხელე ზემდგომი ან მაკონტროლებელი თანამდებობის პირის წინაშე აღწერს და ასაბუთებს საკუთარ მოქმედებებს, აგრეთვე მათ შესაბამისობას სამართლებრივ აქტებთან, სამუშაოთა აღწერილობასთან, თანამდებობრივ ინსტრუქციასთან, ყოველთვიურ სამუშაო გეგმასა და მიღებულ დავალებასთან.
2.
მოხელე ვალდებულია არა უგვიანეს ყოველი მომდევნო თვის პირველი პირველი პარასკევისა მოამზადოს და ხელმძღვანელ თანამდებობის პირს წარუდგინოს წინა თვეში გაწეული საქმიანობის ანგარიში. ყოველთვიური ანგარიში უნდა შეესაბამებოდეს მოხელის სამუშაოთა აღწერილობას.
3.
თუ ანგარიში უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრების მიღება-გამოყენებასთან დაკავშირებულ დავალებას (საფინანსო ანგარიში), მასში დოკუმენტურად უნდა დასაბუთდეს საფინანსო ან სხვა მატერიალურ ფასეულობათა მიღება-გამოყენების კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა.
4.
ანგარიში შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება ვისია, ვის წარედგინება და რას შეეხება (მაგ., ყოველთვიური საქმიანობის, ან კონკრეტული დავალების) ანგარიში. ძირითად ნაწილში პუნქტების მიხედვით გაიწერება კონკრეტული მოქმედების მიზანი, მისი საფუძველი (სამართლებრივი აქტი, სამუშაოთა აღწერილობა, დავალება), დასაბუთება და მიეთითება მიღწეულია თუა არა დასახული მიზანი. თუ მიზანი არ არის მიღწეული, საჭიროა ხელშემშლელ მიზეზთა დასახელება. საფინანსო ანგარიშის ძირითად ნაწილში მიეთითება გაწეული ხარჯის საფუძველი, ხარჯის მიზნობრიობა და, თუ ეს საჭიროა, საფინანსო-ეკონომიკური დასაბუთება.
5.
საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს ძირითად ნაწილში ჩამოთვლილ ქმედებათა (შესრულებული სამუშაოს, გაწეული ხარჯის) დამადასტურებელი დოკუმენტები. დანართების თაობაზე მითითება შესაბამისად უნდა გაკეთდეს ძირითადი ნაწილის სათანადო პუნქტში
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 03.09.2014
მუხლი 19. გამგეობის მოხელის ანგარიში
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 13. გამგეობის თანამდებობის პირის დავალება (მითითება)
- მუხლი 14. გამგეობისა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმა
- მუხლი 15. გამგეობის მოხელის სამუშაო გეგმა
- მუხლი 16. მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიში
- მუხლი 17. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ანგარიში
- მუხლი 18. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის განყოფილების ანგარიში
- მუხლი 20. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის, გამგეობის მოხელის განცხადება
- მუხლი 21. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის, გამგეობის მოხელის წერილი (მოხსენება)
- მუხლი 22. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის, გამგებლის წარმომადგენლის ცნობა
- მუხლი 23. მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ადმინისტრაციული გარიგება
- მუხლი 24. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 19, №27, 03.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016185 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2488227/muxli-19/