1. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტები სრულდება A4 ფორმატის ფურცელზე და მასზე დაიტანება ძირითადი და დამატებითი რეკვიზიტები.
2. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტების ძირითადი რეკვიზიტებია:
ა) დოკუმენტის ავტორი დაწესებულების დასახელება;
ბ) დოკუმენტის ავტორი დაწესებულების მისამართი;
გ) დოკუმეტის დასახელება (მიეთითება ამ დადგენილებით განსაზღვრული უნიფიცირებული ფორმის სახელწოდება);
დ) დოკუმენტის ტექსტის სათაური;
ე) თარიღი;
ვ) ინდექსი;
ზ) ვიზები;
თ) ხელმოწერა;
ი) აღნიშვნა დოკუმენტის შესრულებისა და მისი საქმეში მოთავსების შესახებ.
3. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტების დამატებითი რეკვიზიტებია:
ა) დოკუმენტის ავტორი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დასახელება;
ბ) რეზოლუცია;
გ) ბეჭედი;
დ) მუნიციპალიტეტის გერბი;
ე) ადრესატი;
ვ) აღნიშვნა დოკუმენტის შემოსვლის შესახებ;
ზ) დოკუმენტის ხელმისაწვდომობის გრიფი.
4. საქმისწარმოების დოკუმენტებზე ძირითადი და დამატებითი რეკვიზიტების დატანის წესი განისაზღვრება ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საკრებულოს რეგლამენტით, მერიის დებულებით, აგრეთვე ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმისწარმოების ტიპობრივი ინსტრუქციით“