1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის წერილი არის ინფორმაციის გაცვლისათვის განკუთვნილი დოკუმენტი, რომელშიც წერილის ადრესატს მიეწოდება ინფორმაცია წერილის ავტორის კომპეტენციაში შემავალი ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა შესახებ.
2. წერილის ტექსტი შედგება შესავლისა და საკონსტატაციო ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება წერილის შედგენის საფუძველი და ადრესატი, ხოლო საკონსტატაციო ნაწილში გადმოიცემა მოთხოვნილი ან ადრესატისათვის საჭირო ინფორმაცია ადმინისტრაციული წარმოების საქმეზ