1. საკრებულოს საქმისწარმოების დოკუმენტები, როგორც წესი, ფორმდება ბლანკებზე. დოკუმენტის ბლანკზე ამ დოკუმენტის სახის მიხედვით დაიტანება ძირითადი და დამატებითი რეკვიზიტები.
2. საქმისწარმოების დოკუმენტების ბლანკები დოკუმენტების სახეების მიხედვით დგება ელექტრონული ვერსიების სახით. ბლანკების ელექტრონული ვერსიები ინახება საკრებულოს აპარატის უფროსთან და საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო, საინფორმაციო და საქმისწარმოების განყოფილების მონაცემთა ბაზაში. ელექტრონული და ქაღალდზე ამობეჭდილი ბლანკების გამოყენების წესი განისაზღვრება ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
3. ბლანკზე არსებული და ხელით დატანილი რეკვიზიტების გარდა დოკუმენტზე გამოყენებული რეკვიზიტებისათვის შესაძლებელია ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტებისათვის გამოყენებული იქნეს შტამპი. შტამპის სახით არსებული რეკვიზიტები განისაზღვრება ამ ტაბელი