1. საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (შემდგომში -საკრებულოს დადგენილება) შეიცავს ძირითად ნაწილს და დასკვნით დებულებებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში-აგრეთვე გარდამავალ დებულებებს.

2. საკრებულოს დადგენილება შედგება მუხლებისაგან, მუხლი შეიძლება დაიყოს პუნქტებად, ხოლო პუნქტი ქვეპუნქტებად;

3. საკრებულოს დადგენილებას (დადგენილების პროექტს) თან უნდა ახდეს განმარტებითი ბარათი, რომელიც არის თანდართული საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტი.

4. განმარტებით ბარათს ადგენს დადგენილების პროექტის ავტორი ან პროექტის ინიციატორი. დადგენილების პროექტის ინიცირებისათვის აუცილებელია პროექტს თან დაერთოს განმარტებითი ბარათი შემდეგი მონაცემებით:

ა) პროექტის ავტორი/ინიციატორი(ავტორები, ინიციატორები) და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებელი;

ბ) დადგენილების მიღების მიზეზი - რა საკითხს ეხება, რომელი კანონის, რა ნორმის შესასრულებლად მიიღება დადგენილება, დადგენილების მიღების საჭიროების დასაბუთება;

გ) დადგენილების ძირითადი მახასიათებლები - რაში მდგომარეობს მისაღები გადაწყვეტილების არსი და ამ გადაწყვეტილების დასაბუთება;

დ) დადგენილების მიღების შემთხვევაში შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება - გამოიწვევს თუ არა აქტის მიღება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ან შემოსავლების ცვლილებას და როგორ დაიფარება დამატებითი ხარჯები, ან როგორ იქნება გამოყენებული დამატყებითი შემოსავალი;

ე) შეთანხმების ფურცელი (ადგილობრივი თვითმმართველობის რომელ ორგანოებთან ან/და თანამდებობის პირებთან არის შეთანხმებული);

ვ) მითითება საკრებულოს იმ აქტზე, რომელიც უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად ან/და რომელშიც უნდა შევიდეს ცვლილება(შესაბამისი მუხლის ან პუნქტის მითითებით