თავი V — მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სამსახურების საქმისწარმოების დოკუმენტები
1. რეკვიზიტი „დოკუმენტის ხელმისაწვდომობის გრიფი“ დაიტანება დოკუმენტებზე, რომლებიც შეიცავენ საიდუმლო ან კონფიდენციალურ ინფორმაციას.
2. რეკვიზიტი „დოკუმენტის ხელმისაწვდომობის გრიფი“ საიდუმლო ან კონფიდენციალურ დოკუმენტზე დაიტანება 3X4 ზომის შტამპის სახით. შტამპს დოკუმენტზე დაიტანს მხოლოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი – საკრებულოს აპარატის ან მერიის შესაბამისი სამსახურის უფროსი. გასაიდუმლოების შტამპზე ამოტვიფრულია წარწერა „საიდუმლოდ“.
3. გასაიდუმლოების შტამპი დაიტანება დოკუმენტის პირველი გვერდის მარჯვენა ზედა კუთხეშ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 49, №37, 10.08.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.110.016365 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4296612/muxli-49/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია