1. რეკვიზიტი „ადრესატი“ დაიტანება ფოსტით გასაგზავნ წერილებზე და შეიცავს:
ა) თუ ადრესატი ფიზიკური პირია:
ა.ა) ადრესატის გვარსა და სახელს;
ა.ბ) ფიზიკური პირის რეგისტრაციის მიხედვით ადრესატის მისამართს (საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, სახლის №)
ბ) თუ ადრესატი საჯარო დაწესებულება ან იურიდიული პირია:
ბ.ა) დაწესებულების (იურიდიული პირის) სრულ დასახელებას;
ბ.ბ) ადრესატის თანამდებობას, სახელსა და გვარს;
ბ.გ) დაწესებულების (იურიდიული პირის) მისამართს (საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, სახლის №).
2. დოკუმენტის რამდენიმე ადრესატისადმი გაგზავნისას მითითება „ასლი“ არ გამოიყენება. რამდენიმე ადრესატისადმი გაგზავნისას ხელმოწერილი უნდა იქნეს ყველა ეგზემპლარი.
3. რეკვიზიტი „ადრესატი“ განთავსდება დოკუმენტის მარჯვენა ზედა მხარე