1. რეკვიზიტი „დამტკიცების გრიფი“ დაიტანება საქმისწარმოების დოკუმენტებზე საჭიროებისამებრ.
2. რეკვიზიტი „დამტკიცების გრიფი“ ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტზე დაიტანება 3X5 ზომის შტამპის სახით. შტამპზე ამოიტვიფრება:
ა) წარწერა „ვამტკიცებ“;
ბ) უფლებამოსილი პირის თანამდებობის დასახელება, გვარი და სახელი;
გ) თარიღის აღმნიშვნელი წარწერა;
დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ფაქსიმილე.
3. დამტკიცების გრიფის შტამპი დაიტანება დამკვირვებლის პოზიციიდან დოკუმენტის ზედა მარჯვენა კუთხეში.
4. ელექტრონული დოკუმენტების დამტკიცება ხორციელდება საოფისე პროგრამების მეშვეობი