1. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტები სრულდება A4 ფორმატის ფურცელზე და მასზე საჭიროების შესაბამისად დაიტანება სხვადასხვა რეკვიზიტები.

2. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტების ძირითადი რეკვიზიტებია:

ა) დოკუმენტის ავტორი დაწესებულების დასახელება;

ბ) დოკუმენტის ავტორი დაწესებულების მისამართი;

გ) დოკუმენტის დასახელება (მიეთითება ამ ტაბელით განსაზღვრული უნიფიცირებული ფორმის სახელწოდება);

დ) დოკუმენტის ტექსტის სათაური;

ე) თარიღი;

ვ) ინდექსი;

ზ) ვიზები;

თ) შემსრულებლების აღნიშვნა;

ი) ხელმოწერა;

კ) აღნიშვნა დოკუმენტის შესრულებისა და მისი საქმეში მოთავსების შესახებ.

3. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტების დამატებითი რეკვიზიტებია:

ა) დოკუმენტის ავტორი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დასახელება;

ბ) რეზოლუცია;

გ) დამტკიცების გრიფი;

დ) ბეჭედი;

ე) მცირე სახელმწიფო გერბი და ახმეტის მუნიციპალიტეტის გერბი;

ვ) ადრესატი;

ზ) აღნიშვნა დოკუმენტის შემოსვლის შესახებ;

თ) დოკუმენტის ხელმისაწვდომობის გრიფ