მე-11, მე-14, მე-15, მე-17, 36-ე, 108-ე, 109-ე, 132-ე, 133-ე და 149-ე მუხლებით სპეციალურად გათვალისწინებული შეთანხმებების გარდა, მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ დადონ სხვა სპეციალური შეთანხმებები ნებისმიერ საკითხზე, რომლის ცალკე მოწესრიგებასაც ისინი მიიჩნევენ მიზანშეწონილად. არცერთი ასეთი სპეციალური შეთანხმება არ უნდა აუარესებდეს დაცვის ქვეშ მყოფი პირების წინამდებარე კონვენციით განსაზღვრულ მდგომარეობას და არ უნდა შეზღუდოს კონვენციით მათთვის მინიჭებული უფლებები.
დაცვის ქვეშ მყოფი პირები ისარგებლებენ აღნიშნული შეთანხმებებით მინიჭებული უპირატესობებით, მანამ სანამ მათზე ვრცელდება წინამდებარე კონვენციის მოქმედება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზემოაღნიშნული ან შემდგომი შეთანხმებები შეიცავს ცალსახად საპირისპირო დებულებებს, ან კონფლიქტის მონაწილე მხარეთა მიერ გამოიყენება უფრო ხელსაყრელი ზომები.