კონვენცია აგრეთვე გამოიყენება მაღალი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის მთლიანად ან ნაწილობრივ ოკუპაციის ყველა შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ აღნიშნულ ოკუპაციას შეიარაღებული წინააღმდეგობა არ უწევენ.
თუ კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი სახელმწიფო არ არის წინამდებარე კონვენციის მხარე, ის სახელმწიფოები, რომლებიც კონვენციის მხარეები არიან, ერთმანეთთან ურთიერთობებში კვლავაც კონვენციით შეზღუდულნი რჩებიან. ამასთან, ისინი კონვენციით შეზღუდულნი იქნებიან აღნიშნული სახელმწიფოს მიმართაც, თუ ეს უკანასკნელი ცნობს და გამოიყენებს მის დებულებებ