სახელმწიფოს მოქალაქეები, რომელთა სახელმწიფო არ არის კონვენციით შებოჭილი, არ სარგებლობენ წინამდებარე კონვენციის დაცვით. ნეიტრალური სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აგრეთვე თანამეომარი სახელმწიფოს მოქალაქეები არ ჩაითვლებიან წინამდებარე კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფ პირებად, თუ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან, რეგულარული დიპლომატიური წარმომადგენლობა აქვს იმ სახელმწიფოში, რომლის ხელშიც ეს პირები იმყოფებიან.
თუმცა, II კარის დებულებები გამოიყენება უფრო ფართოდ, როგორც ეს მე-13 მუხლშია განსაზღვრული.
პირები, რომლებიც იმყოფებიან მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის ან საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის, ან სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის დაცვის ქვეშ, წინამდებარე კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფ პირებად არ ჩაითვლებია