თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯაშუშობის ან დივერსიის გამო წინამდებარე კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფ პირს დააკავებენ, ან თუ იგი კანონიერად არის ეჭვმიტანილი ოკუპანტი სახელმწიფოს უშიშროებისთვის საზიანო საქმიანობაში, სამხედრო უშიშროების აუცილებელი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მას შეიძლება ჩამოერთვას წინამდებარე კონვენციით მინიჭებული კავშირის დამყარების უფლება.

თუმცა, თითოეულ შემთხვევაში ასეთი პირები სარგებლობენ ჰუმანური მოპყრობით, ხოლო სასამართლო წესით დევნის შემთხვევაში მათ არ ჩამოერთმევათ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული სამართლიანი და კანონიერად უზრუნველყოფილი სასამართლო გარანტიები. ამასთანავე, უმოკლეს ვადაში, რომელიც თავსებადია ამ სახელმწიფოს ან სათანადო შემთხვევაში ოკუპანტი სახელმწიფოს უშიშროების მოთხოვნებთან, აღნიშნულ პირებს სრულად მიენიჭებათ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ყველა უფლება და უპირატესობ