კონფლიქტის მონაწილე მხარეების ტერიტორიებზე წინამდებარე კონვენციის მოქმედება სრულდება საომარი მოქმედებების მთლიანად დამთავრების შემდეგ.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე წინამდებარე კონვენციის მოქმედება სრულდება საომარი მოქმედებების დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ; თუმცა, ოკუპანტი სახელმწიფო ვალდებულია, ოკუპაციის მთელი პერიოდის განმავლობაში იმ მოცულობით, რა მოცულობითაც იგი ამ ტერიტორიაზე მთავრობის ფუნქციებს ასრულებს, გამოიყენოს წინამდებარე კონვენციის 1-12, 27-ე, 29-34-ე, 47-ე, 49-ე, 51-ე, 52-ე, 53-ე, 59-ე, 61-77-ე და 143-ე მუხლები.
დაცვის ქვეშ მყოფი პირები, რომელთა გათავისუფლება, რეპატრიაცია ან ხელახალი დამკვიდრება განხორციელდება აღნიშნული ვადების შემდეგ, მთელი ამ დროის განმავლობაში ისარგებლებენ წინამდებარე კონვენციის დაცვი