მუხლი 19🔗
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები თანახმანი არიან, რომ თუ კონვენციის განმარტებასთან ან მის გამოყენებასთან დაკავშირებით წამოჭრილი დავა არ გადაწყდება უშუალო მოლაპარაკების გზით, იგი განსახილველად გადაეცეს საერთაშორისო მართლმსაჯულების მუდმივმოქმედ სასამართლოს. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სახის დავაში მონაწილე რომელიმე ან არცერთი მაღალი ხელშემკვრელი მხარე არ იქნება საერთაშორისო მართლმსაჯულების მუდმივმოქმედი სასამართლოს შესახებ 1920 წლის 16 დეკემბრის ოქმის მონაწილე, მხარეთა არჩევით და მათი კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად დავა განსახილველად გადაეცემა ან მუდმივმოქმედ საერთაშორისო სასამართლოს ან 1907 წლის 18 ოქტომბრის კონვენციის შესაბამისად ჩამოყალიბებულ საარბიტრაჟო სასამართლოს საერთაშორისო დავების მშვიდობიანად გადაწყვეტისათვის ან სხვა რომელიმე საარბიტრაჟო სასამართლო