ასეთი ცენტრალური ორგანო მჭიდრო კავშირში უნდა იმყოფებოდეს:
(ა) ფულის გამომშვებ დაწესებულებებთან;
(ბ) საკუთარი ქვეყნის პოლიციის ორგანოებთან;
(გ) სხვა ქვეყნების შესაბამის ცენტრალურ ორგანოებთან.
ყოველი ქვეყნის ცენტრალური ორგანო ვალდებულია შეაგროვოს ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ყალბი ფულის მოჭრასთან დაკავშირებულ გამოძიებას, მის თავიდან აცილებას და დამსჯელი ღონისძიებების გატარება