ამავე პირობით იგი რეგულარულად აცნობებს უცხო ქვეყნებში არსებულ ცენტრალურ ორგანოებს, ყველა საჭირო მონაცემის დართვით:
(ა) საკუთარ ქვეყანაში ახალი ფულის გამოშვების შესახებ;
(ბ) მოძველების ან სხვა მიზეზით ფულის მიმოქცევიდან ამოღების შესახებ.
წმინდა ადგილობრივი მნიშვნელობის შემთხვევების გარდა, თითოეული ცენტრალური ორგანო, რამდენადაც იგი ჩათვლის მიზანშეწონილად აცნობებს უცხო ქვეყნების ცენტრალურ ორგანოებს:
1) ყალბი ფულის ნებისმიერ აღმოჩენას. შეტყობინებას ყალბი ფულადი ნიშნებისა და ბანკნოტების შესახებ თანდართული უნდა ჰქონდეს მხოლოდ იმ დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ყალბი ფულის ტექნიკური აღწერილობა, რომლის ბანკნოტებიც იქნა გაყალბებული. გადაგზავნილი უნდა იქნეს ფოტორეპროდუქცია ან, თუ შესაძლებელია, გაყალბებული ბანკნოტის ნიმუში. განსაკუთრებულ შემთხვევებში დაინტერესებულ ცენტრალურ ორგანოებს ინფორმაციითა და მოკლე აღწერილობით უნდა დაუკავშირდნენ პოლიციის წარმომადგენლები ზემოთ აღნიშნული ტექნიკური აღწერილობისა და ყოველგვარი გამაფრთხილებელი შეტყობინების გარეშე.
2) ფულის გაყალბების საქმეებზე მიმდინარე გამოძიებებსა და წაყენებულ ბრალდებებს, ასევე გამყალბებელთა დაპატიმრების, მსჯავრდების, გასახლების ფაქტებს და როცა ეს შესაძლებელია, ცნობებს მათი გადაადგილების შესახებ, ნებისმიერ სხვა სასარგებლო დეტალთან ერთად, განსაკუთრებით მათ აღწერილობას, თითის ანაბეჭდებს და ფოტოსურათებს;
3) დეტალურ ინფორმაციას ფულის გაყალბების შემთხვევების აღმოჩენის შესახებ, იმის მითითებით, სრულად იქნა თუ არა ამოღებული მიმოქცევაში გაშვებული ყალბი ფულ