ა) პირდაპირი ურთიერთობით სასამართლო ორგანოებს შორის, სადაც ეს შესაძლებელია, ცენტრალური ორგანოს მეშვეობით;

ბ) ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრს შორის პირდაპირი კორესპონდენციით ან თხოვნის წარმდგენი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლის პირდაპირი კავშირით ამ ქვეყნის იუსტიციის მინისტრთან, რომელსაც წარედგინა თხოვნა;

გ) თხოვნის წარმდგენი ქვეყნის დიპლომატიური თუ საკონსულო წარმომადგენლის მეშვეობით ამ ქვეყანაში, რომელსაც წარედგინა თხოვნა; წარმომადგენელი გაუგზავნის თხოვნის წერილს პირდაპირ კომპეტენტურ სასამართლო ორგანოს ან სპეციალურად ამ მიზნისათვის იმ ქვეყნის მთავრობის მიერ დანიშნულ ორგანოს, რომელსაც წარედგინება თხოვნა, და მიიღებს პირდაპირ ასეთი ორგანოსაგან თხოვნის შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

(ა) და (გ) შემთხვევებში თხოვნის წერილების ასლი ყოველთვის დაუყოვნებლივ გადაეგზავნება იმ ქვეყნის ზემდგომი ორგანოს წარმომადგენელს, რომელსაც წარედგინა განცხადება.

თუ არ არის სხვაგვარი შეთანხმება, თხოვნის წერილები დაიწერება თხოვნის წარმდგენი ქვეყნის წარმომადგენლის ენაზე, იმის გათვალისწინებით, რომ თხოვნის მიმღებმა ქვეყანამ შეიძლება მოითხოვოს თარგმანი საკუთარ ენაზე, სისწორის დასტურით თხოვნის წარმდგენი ქვეყნის წარმომადგენლის მიერ.

თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარე შეატყობინებს მეორე მაღალ ხელშემკვრელ მხარეს ზემოხსენებული თხოვნის წარდგენის მეთოდს ან მეთოდებს, რომელსაც იგი აირჩევს თხოვნის გადასაცემად.

მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ მსგავსი შეტყობინების გაგზავნამდე, ძალაშია მანამდე მისთვის არსებული პროცედურა თხოვნის წერილებთან დაკავშირებით.

სასამართლო დავალებების აღსრულება არ დაექვემდებარება არანაირი სახის ბეგარას, გარდა ექსპერტების მიერ გაწეული ხარჯებისა.

წინამდებარე მუხლში არცერთი დებულება არ შეიძლება განმარტებულ იქნეს, როგორც მხარეთა ვალდებულება სისხლის სამართლის საქმეებში გამოიყენონ მტკიცების ისეთი ფორმა ან მეთოდი, რომელიც ეწინააღმდეგება მათ კანონმდებლობა