მუხლი 11.🔗
ყალბი ფული, ისევე როგორც მე-3 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ხელსაწყოები და სხვა ნაწილები ექვემდებარება ამოღებასა და კონფისკაციას. კონფისკაციის შემდეგ ასეთი ფული, ხელსაწყო ან ნაწილი თხოვნის შემთხვევაში უნდა გადაეცეს იმ სახელმწიფოს ხელისუფლებას ან ემიტენტ ბანკს, რომლის ვალუტასაც შეეხება საქმე, გარდა იმ ნივთმტკიცებებისა, რომელთა შენახვაც აუცილებელია იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა და იმ ნიმუშებისა, რომელთა გადაგზავნაც მე-12 მუხლში მითითებულ ცენტრალურ ორგანოს მიერ მიზანშეწონილად იქნება მიჩნეული. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა აღნიშნული ხელსაწყო თუ ნაწილი გამოსაყენებლად უვარგისად უნდა იყოს მიჩნეულ