მუხლი 22🔗
ქვეყნები, რომლებიც მზად არიან მე-20 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მოახდინონ ამ კონვენციის რატიფიკაცია, ან 21-ე მუხლის შესაბამისად შეუერთდნენ ამ კონვენციას, მაგრამ სურთ კონვენციის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე დათქმის გაკეთება, შეუძლიათ ამის შესახებ აცნობონ ერთა ლიგის გენერალურ მდივანს, რომელიც დაუყოვნებლივ შეატყობინებს მსგავს დათქმებს მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს, რომელთა სახელით მოხდა რატიფიკაცია ან შეერთება და გამოარკვევს, გააჩნიათ თუ არა მათ აღნიშნული დათქმების მიმართ პრეტენზიები. თუ გენერალური მდივნის მიერ გაგზავნილი შეტყობინებიდან ექვსი თვის განმავლობაში პრეტენზიები არ იქნება მიღებული მიიჩნევა, რომ დანარჩენი მაღალი ხელშემკვრელი მხარეები აღიარებენ დათქმის გამკეთებელი სახელმწიფოს მონაწილეობას კონვენციაში აღნიშნული დათქმის გათვალისწინები